ავტომობილიახალი ამბები

Tesla-ს ავტოპილოტმა „ისწავლა“ სიჩქარის შეზღუდვის ამოცნობა

კომპანია Tesla-მ დაიწყო თავისი ელექტრომობილების ავტოპილოტირების სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის გავრცელება. განახლება  2020.36 უზრუნველყოფს მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს. 

კერძოდ, რეალიზებულია სიჩქარის შეზღუდვის კონტროლის ახალი რეჟიმი. ამ დრომდე Tesla-ს ელექტრომობილები მძღოლებს ინფორმაციას აწვდიდნენ დაშვებული სიჩქარის შესახებ, რისთვისაც ეყრდნობოდნენ სანავიგაციო სისტემისა და ხელმისაწვდომი საგზაო რუკის მონაცემებს. ახალი სისტემა იყენებს ავტომობილის ბორტის კამერებს, რათა წაიკითხოს საგზაო ნიშნებზე მითითებული ინფორმაცია სიჩქარის შესახებ. შედეგად მძღოლს ხელთ ექნება უფრო მეტად აქტუალური ინფორმაცია. 

image.jpeg

გარდა ამისა, დაემატა Green Traffic Light Chime ფუნქცია. იგი ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეუქნიშანთან გაჩერებულ მძღოლს ატყობინებს, რომ მწვანე შუქი აინთო. 

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება Tesla-ს ელექტრომობილის ყველა მფლობელისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tesla-მ განახორციელა 80 050 ერთეული Model 3-ისა და Model Y ქროსოვერის მიწოდება, აგრეთვე მიწოდებულ იქნა 10 600 ეგზამპლარი გაცილებით ძვირადღირებული Model S და Model X. ამგვარმა შედეგებმა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ კომპანია შეძლებდა კვარტალში მხოლოდ 71 ათასი ელექტრომობილის წარმოებას. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button