ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიგამოკითხვა

გამოკითხვა: ინვესტორების 72% შეინახავს Bitcoin-ს მაშინაც კი, თუკი მისი ფასი ნულამდე ჩამოვა

ათიდან შვიდი კრიპტო-ინვესტორი მზადაა არ მოიშოროს Bitcoin-ი მისი ფასის ნულამდე ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი. ამას მოწმობს Stock-to-Flow მოდელის ავტორის, PlanB-ს ანალიტიკოსის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 635-მა მომხმარებელმა.

კითხვაზე – „რა ფასზე იტყვით უარს Bitcoin-ზე, თუკი იგი მკვეთრად არ მოიმატებს უახლოეს რამდენიმე წელში?“ – რესპონდენტების 5.8 %-მა განაცხადა, რომ მზადაა კრიპტოვალუტა მოიშოროს მისი ფასის 1000 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში. დაახლოებით ამდენივე მზადაა უარი თქვას 1000-3000 აშშ დოლარის დიაპაზონში ყოფნისას.

გამოკითხულთა 16.2 % მზადაა Bitcoin-ი გაყიდოს 6 ათას აშშ დოლარის დონეზე.

გამოკითხვის მონაწილეთა დანარჩენმა 72-მა პროცენტმა განაცხადა, რომ Bitcoin-ს იმ შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებენ, თუკი მისი ფასი ნულს მიუახლოვდება.

დაახლოებით ამდენივე „თავდაჯერებული hodl-ერი“ (57.5%) აღმოჩნდა პირველი კრიტიკოსის, პიტერ შიფის ივლისის გამოკითხვაში, რომელში მონაწილეობა 28 ათასმა ადამიანმა მიიღო.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button