თვითგანვითარება

ცუდი ჩვევები, რომლებიც ჩვენს ენერგეტიკულ ველს ასუსტებს

ყველაფერი ჩვენს სამყაროში და ჩვენში ენერგიებნ მოიცავს, ყველას გაგვაჩნია ენერგეტიკული ველი, რომელიც გარს გვარტყავს და ჩვენში არსებული ენერგიას გამოსახავს. დროთადრო ჩვენ საკუთარ ველს ვასუსტებთ, ყოველდღიური ცხოვრების მავნე ჩვევებით.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქანცებით, ენერგიის და ცხოვრების მიზნის გარეშე ვრჩებით. ჩვენ დეპრესია გვეძალება და დაუცველები ვხდებით ცხოვრების შემოტევებისგან. შესუსტებული ენერგეტიკული ველი ჩვენს ჯანმრთელობასაც აფუჭებს და ცხოვრების ხარისხსაც. მისი გამომწვევი მიზეზების უმეტესობა ჩვენ თავში იმალება. სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე ხშირ ცუდ ჩვევებს, რომლებიც ჩვენს ენერგეტიკულ ველს ანგრევენ.

  • წამალზე/ალკოჰოლზე დამოკიდებულება

ალკოჰოლი და ნარკოტიკი ჩვენში არსებული ბუნებრივი რესურსების გაფლანგვას ახდენს. ასევე ექცევა ენერგეტიკულ ველსაც. მას შეუძლია თავი სუსტად გვაგრძნობინოს, გაგვიჩინოს პათოლოგიური შიში, სიბრაზე და ჩაგვაგდოს დეპრესიაში. შეეცადეთ ალკოჰოლის ანტიოქსიდიტებით სავსე ნატურალური ხილის წვენებით ჩანაცვლება.

  • სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება

ჩვენს დროში, ჩვეულებრივი ამბავია, ტელეფონზე მიწებება და საათობით სახალისო მიმების და ვიდეოების ‘სქროლვა’. მაშინ როცა ამ საქმის მცირე დროით კეთება ნორმალურია, სოციალური ქსელებისთვის დიდი დროის დათმობაც დამღუპველად მოქმედებს ჩვენ ენერგეტიკულ ველზე. ის თავს გვაგრძნობინებს ნაკლებად, ვიდრე ადამიანი.

  • ცუდი ძილის ჩვევები

როცა ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა გვძინავს, ესეც ენერგეტიკულ ველზე მოქმედებს. შუძლია გამოიწვიოს როგორც სხვადასხვა დაავადებები, ასევე შფოთვა და დაცარიელებული ენერგეტიკული ველი. შეეცადე 7-დან 9 საათამდე ძილი მოახერხო.

  • ბევრი შაქრის და ქიმიური საჭმელის მიღება

მძიმე, ცხიმიანი საჭმელები და ბევრი შაქარი არა მარტო ჩვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას ანადგურებს, ენრგეტიკული ველის შესუსტებაც შეიძლება გამოიწვიოს. შეეცადე თავი დაიცვა სწორი კვებით და ცხიმების, პროტეინის და მძიმე საკვების ზომიერი მიღებით.

  • შენობებში დიდი დროის გატარება

ჩვენ ზრდად ინტროვერტირებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ცუდი არაფერია, როცა დროს სახლში, მარტო, ვატარებთ, თუმცა ჩვენთვის აუცილებელია მზის სხივები და ბუნებასთან მუდმივი კონტაქტი. ეცადე ბუნებაში გაისეირნო ხოლმე.

  • ტელევიზორის დიდხანს ყურება

‘ტელევიზორთან ახლოს ნუ დაჯდები, თორე დაბრმავდები.’ – ყველასთვის უთქვამთ, ალბათ. ‘ტელევიზორს დიდხანს ნუ უყურებ, თორე შენ ენერგეტიკულ ნაწილს დატანჯავ.’ – ესეც სწორი იქნებოდა.

  • ნეგატიური ფიქრები

ყოველთვის გასხივოსნებულები ვერ ვივლით, თუმცა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საკუთარ თავს მუდმივად ნეგატიური აზრებით არ ვკვებავთ. ვეცადოთ პოზიტიურ აზრებს მეტი სივრცე დავუთმოთ.

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button