თვითგანვითარება

რეალობები, რომლებიც საკუთარ თავთან კავშირს გაგიმყარებთ

ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ ცხოვრებებს უფრო ღრმა აზრი აქვს. ყოველდღიურ მოვლენებს საშუალებას ვაძლევთ, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს.

თუ გიჭირთ საკუთარ თავთან შინაგანი კავშირის დამყარება, ეცადეთ მოცემულ სიტყვებზე კონცენტრირდეთ. თუ თავს გარიყულად გრძნობთ, წაიკითხეთ ეს ცხოვრებისეული ჭეშმარიტებები და დამშვიდდით. დაიბრუნეთ საკუთარი თავის კონტროლი და იცხოვრეთ მეტად ჰარმონიულად.

  • არასდროს ხარ მარტო

ყოველთვის გარშემორტყმული ხარ ენერგიით. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი დაკარგე, მაშინ როცა არც გიცდია შენი ენერგიის გამოყენება.

  • შენ თავს სხვებს ნუ ადარებ

შეგიძლია ისეთივე წარმატებული იყო, როგორც სხვები არიან. თუ თავს ისე მომართავ, როგორც საჭიროა. საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი შენ ხარ. ნუ იქნები შურიანი, იმაზე მეტი გაქვს ვიდრე გგონია.

  • ყველაფერს ვერ გააკონტროლებ

ცხოვრება იმისთვის არაა რო ვიღაცამ ვიღაც გააკონტროლოს და ყველანი სწორ ხაზში ვიდგეთ. შენ შეგიძლია ისე იმოქმედო, როგორც გინდა და იყო ისეთი, როგორიც ხარ.

  • თუ გინდა რომ პროდუქტიული იყო, უნდა შეგეძლოს შეგუება.
  • შესაძლებლობებით ხარ სავსე, შენ თავში ყველაფრის პასუხს იპოვი.
  • შიში არ უნდა გაკონტროლებდეს.

შიშს თვალი უნდა გაუსწორო და გადალახო. შიში თუ შენი მმართველია მოქმედება გაგიჭირდება.

  • ყველაფერი რაღაცის გამო ხდება.

თუ ფიქრობ, რომ რაღაც მომენტში იქ ვერ აღმოჩნდი, სადაც უნდა ყოფილიყავი ცდები. ყველაფერი წესრიგშია, უმიზეზოდ არაფერი ხდება, თვალი გაახილე და ისწავლე მოთმინება.

  • შენ საკმარისი ხარ.

არაფერი არ გჭირს. ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ისეთი ვერ იქნები როგორიც ყველაა და არცაა საჭირო.

  • ყველაფერი დროებითია.

ის ტკივილიც კი გაივლის, რომელსაც დღეს განიცდი. იმედგაცრუებაც მოგშორდება და მონატრებაც. ჩვენ მუდმივად ცვლადები ვართ.

  • შენ მიზნებს მიაღწევ.

შენ გზას შენ თვითონ ქმნი. შენი აზროვნება ანარეკლს ჰპოვებს მომავალში. ირწმუნე საკუთარი თავის და ყველაფერს შეძლებ.

მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით.

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button