ახალი ამბებიბიზნესი

მოსაზრება: Ethereum-ს კიდევ დარჩა სივრცე ზრდის გაგრძელებისთვის

Ethereum-ის სავაჭრო მოცულობა ფიუჩერსულ და სპოტ-ბაზრებზე Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე სწრაფად იზრდება. ეს დადებითი სიგნალია კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტისთვის – დარწმუნებულია The Block-ის მკვლევარი ლარი ჩერმაკი. 

„სხვადასხვა პროტოკოლის ირგვლივ არსებული ჰაიპის ფონზე ETH/BTC-ის ღია საფასო უერთიერთმიმართება 112%-ით გაიზრდა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ – 0,0162 BTC-დან 0,0343 BTC-მდე. თუმცა ETH/BTC ჯერ კიდევ 78%-ით დაბალია ისტორიულ მაქსიმუმზე 0,155 BTC-ის დიაპაზონში, რომელიც მიღწეულ იქნა 2017 წლის ივნისში“ – განაცხადა ექსპერტმა. 

ჩერმაკის თქმით, ანალიტიკოსების ყურადღებას იმსახურებს Ethereum-ისა და Bitcoin-ის სავაჭრო მოცულობების შეფარდება მსხვილ ცენტრალიზებულ ბირჟებზე, სადაც სავაჭრო მოცულობა რეალურთან ახლოსაა. 

„როდესაც ETH/BTC ვაჭრობის მოცულობის უერთიერთშეფარდება იზრდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტრეიდერები Ethereum-ით უფრო ვაჭრობენ, ვიდრე Bitcoin-ით“ – ამბობს ექსპერტი. 

გასული წლის განმავლობაში Ethereum-ის დღიურმა სავაჭრო მოცულობამ მხოლოდ სამჯერ გადააჭარბა Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

„ქვემოთ მოცემული 30-დღიანი მოძრავი შუალედი 50%-იან ნიშნულზეა. ეს ნიშნავს, რომ Bitcoin-ის სავაჭრო მოცულობა დაახლოებით ორჯერ მაღალია, ვიდრე Ethereum-ისა. ეს ნიშნული ახლოსაა მარტის დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან – როდესაც იწყებოდა COVID-19-ის პანიკით გამოწვეული ლიკვიდურობის მასშტაბური კრიზისი. იმ დროს Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით დავარდა რამდენიმე საათის განმავლობაში“. 

image.png

ETH-ისა და BTC-ის სავაჭრო სპოტ-მოცულობების ურთიერთშეფარდება ბირჟებზე – Binance, Coinbase, Bitfinex, Kraken, Bitstamp 

გრაფიკზე ჩანს, რომ ურთიერთშეფარდების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიღწეულ იქნა 2017 წლის ივნის-ივლისში, როდესაც Ethereum-ის სავაჭრო მოცულობა ხშირად აღემატებოდა Bitcoin-ის მაჩვენებელს. 

მკვლევარების დაკვირვებით, ამჟამად ETH-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით სამჯერ ნაკლებია BTC-ის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

image.png

ETH-ისა და BTC-ის ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობის ურთიერთშეფარდება 

ისევე, როგორც სპოტ-ბაზრების შემთხვევაში, ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობაც დაახლოებით მარტის მაჩვენებლის დონეზეა. 

„Ethereum-ის ფიუჩერსული და სპოტ-ვაჭრობის მოცულობები პერსპექტიული ტრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ETH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია Bitcoin-ის მაჩვენებელზე ჯერ კიდევ ხუთჯერ ნაკლებია, მისი სპოტ-მოცულობა მხოლოდ ორჯერ ნაკლებია, ფიუჩერსული კი – სამჯერ. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ETH-ს გააჩნია სივცრე ზრდისთვის BTC-თან მიმართებაში“ – დაასკვნა ჩერმაკმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button