ახალი ამბებიტექნოლოგია

ევროპაში უდიდესი 3D-პრინტერი თვალსა და ხელს შუა ბეჭდავს ორსართულიან სახლს

ბელგიურმა სამშენებლო კომპანია Camp C-მ ევროპაში უდიდესი 3D-პრინტერის მეშვეობით უმოკლეს დროში დაბეჭდა ორსართულიანი სახლი. პრინტერის ზომაა 9,75 х 9,75 მეტრი. თავისი მრავალრიცხოვანი „თანამოძმისგან“ განსხვავებით იგი მელნის სახით იყენებს განსაკუთრებულ ბეტონს, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ფენებად დატანვისთვის. 

სახლების მშენებლობის 3D-ტექნოლოგიას ტრადიციულთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია: მშენებლობის ტემპის გაცილებით მაღალი მაჩვენებლის პარალელურად იგი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაიზოგოს სამშენებლო მასალები და საერთო დანახარჯები. 

პროექტის მენეჯერ მარიიკი აერტსის თქმით, არმატურის ნაცვლად ბეტონში გასამაგრებლად ემატება სპეციალური ბოჭკო, ასევე აღარ არის საჭირო ყალიბების გამოყენება. შედეგად კომპანიამ დაზოგა მასალების დაახლოებით 60%, ასევე დრო და ფინანსური რესურსი. 

ხსენებული ორსართულიანი სახლის ფართობი თითქმის 300 კვადრატული მეტრია და იგი წარმოადგენს უფრო მეტად ექსპერიმენტულ ნიმუშს, ვიდრე საცხოვრებლად მზა შენობას. თუმცა ასეა თუ ისე, უკვე შესაძლებელია მისი მიკუთვნება საცხოვრებლად კომფორტულ სივრცესადმი, მას ასევე გააჩნია მზის ბატარეები და იატაკქვეშა გათბობა. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button