National Geographicსურათებიუცნაურიფლორა & ფაუნა

ალბინოსი ცხოველების ფოტოგალერეა

თეთრი კუზიანი ვეშაპი, რომელიც ავსტრალიაში, უიტსანდის კუნძულთან შენიშნეს.


ალბინოსი ენოტი ბუნებრივი შეფერილობის მქონე ოჯახის წევრებს შორის დგას ქალაქ ლე-სურში, მინესოტას შტატში.


ალბინოსი წავი სადილობს შოტლანდიის მორაიშირის სანაპიროზე.


ახალი ორლეანის აუდობონის ზოოპარკში ალბინოსი ალიგატორი წამოწოლილი ისვენებს.


ალბინოსი კენგურუ ნორვეგიაში, კრისტიანსანდის ზოოპარკში.


ალბინოსი მდინარის კიბო მხოლოდ ფლორიდის შტატის ოლქ სუვანიშია აღმოჩენილი. თეთრი ფერის გარდა, ამ არსების დამახასიათებელი თვისება სიბრმავეა.


ალბინოსი დასავლური დაბლობის გორილა, სახელად თოვლის ფიფქი, 1967 წელს დაიჭირეს ეკვატორულ გვინეაში ადგილობრივმა გლეხებმა. მოგვიანებით ის ბარსელონას ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც 37 წელი გაატარა და 2003 წელს კანის კიბოთი გარდაიცვალა.


ალბინოსი ვუდჰაუსის გომბეშოს პორტრეტი.


ალბინოსი მამრი კარდინალი თავის მოწითალო თანამოძმეებთან ერთად კენკავს საკვებს ტეხასის შტატის ქალაქ ბრაუნსვილში.


აზორის არქიპელაგში ალბინოსი დელფინი ტალღებს მიაპობს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button