მოტივაციაფსიქოლოგია

ის, რაც მძიმე დღეებში უნდა გვახსოვდეს

“ჩვენი მთელი ცხოვრება გამოცდაა და ყველას გვიწევს გამოწვევებთან გამკლავება.” – Marjory Sheba

ყველას გვაქვს პერიოდები, როცა თავს დატყვევებულად ვგრძნობთ, იმედგაცრუებულად და დაცემულად. სტატიაში ვისაუბრებთ იმ დამაფიქრებელ რამეებზე, რაც ასეთ მომენტებში არ უნდა დავივიწყოთ.

  1. ყველაფერი იცვლება. შენი ამბავი გამუდმებით ცვალებადია. ასე რომ, თუ ვერ ხედავ გამოსავალს კონკრეტული სიტუაციიდან, გაიხსენე, რომ მოვლენები თავისით დატრიალდება და ყოველთვის ასე არ იქნები.
  2. წარსულშიც ბევრი გამოწვევა გადაგილახავს. შენ გაქვს ძალა, გამჭრიახობა და პრობლემის გადაჭრის უნარები, იმისთვის, რომ ესეც გადალახო.
  3. მაშინაც კი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, არსებობს რაღაც ღირებული, რაც ამ სიტუაციიდან შეგიძლია ისწავლო.
  4. თუ კარგად დაფიქრდები, გაიხსენებ დროს, როცა სასურველის ვერ მიღებამ, ბევრად უკეთეს შედეგამდე მიგიყვანა, ვიდრე ფიქრობდი. ზოგჯერ, რაც გსურს იმის ვერ მიღება, შენიღბული საჩუქარი შეიძლება იყოს.
  5. მიეცი საკუთარ თავს გართობის საშუალება. გააკეთე სულელური და ბავშვური რამეები. დრო იმ ადამიანებთან გაატარე, რომელსაც შესწევთ უნარი, შენს სახეზე ღიმილი გამოსახონ.
  6. საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ, იზრუნე მასზე და ეს გააუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
  7. შეეცადე სხვებისგან მომავალი ნეგატივი ჩაკლა – არ აქვს მნიშვნელობა შენკენაა მიმართული თუ საზოგადოა, ნეგატივი არ ღირს სადარდებლად. ის მომწამლავია, ამიტომ ზურგი აქციე მას და გამოიყენე საკუთარი პოზიტივის რეზერვები.
  8. ათობით უნიკალური ძალა გაგაჩნია, როგორც პიროვნებას. სთხოვე ოჯახის წევრს ან მეგობარს გითხრან, რას აფასებენ შენში, ან უბრალოდ შეადგინე შენი სიძლიერეების სია. ეს საკმაოდ მძლავრი ატრიბუტია, სიტუაციიდან გამოსაძრომად.
  9. ყველაფერი შესაძლებელია. სამყარო ულიმიტო რესურსებითაა შედგენილი და ერთადერთი შემზღუდავი შენი წარმოსახვა და თავდაჯერებულობაა. დაიჯერე იმ ცხოვრების, რომლის შექმნაც გსურს და იცოდე შენი სურვილები რეალურია.
  10. ნამდვილად კარგ რამეებს დრო სჭირდება, მოსახდენად. თუ იმის გამო გაიჭედე, რომ მოუთმენელი ხარ შენი მიზნის მიმართ, ეცადე დამშვიდდე და მოიცადო. ყველაფერს დრო გადაწყვეტს.
  11. და ბოლოს, ყოველთვის არსებობს რაღაც, რასაც უნდა უმადლოდე. რამდენიმე წუთიანი ჩაფიქრება დაგანახებს შენი დღის დადებით მხარეებს და დაინახავ, რომ სულაც არ ხარ გამოუვალ მდგომარეობაში. თუ მაინც თავს ცუდად იგრძნობ, იფიქრე რომ უიმედო პერიოდები, ყველაზე საშინელი რამ არაა, რაც შეიძლება დაგემართოს. იყავი მადლიერი იმის გამო, რაც გაგაჩნია და სანაცვლოდ ბევრად მეტ პოზიტივს მოიზიდავ.
მომზადებულია www.thelawofattraction.com-ის მიხედვით
ავტორი Katherine Hurst

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button