ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

პიტერ შიფის და ენტონი პომპლიანოს აზრები გაიყო: რომელია უკეთესი – ოქრო თუ Bitcoin

Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელი ენტონი პომპლიანო ცხარე დისკუსიაში შევიდა Bitcoin-კრიტიკოსსა და ოქროს მომხრე პიტერ შიფთან. 1 საათი და 40 წუთი ხანგრძლივობის პოდკასტში ისინი ცდილობდნენ ერთმანეთის გადარწმუნებას BTC-ის 10 ათასდოლარიანი შტურმის ფონზე. 

პომპლიანომ მოიყვანა შემდეგი არგუმენტები, თუ რატომ ჯობია Bitcoin-ი ოქროს: 

  • ყოველწლიურად ხდება 2500-3000 ტონა ოქროს მოპოვება. ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი მაქსიმალური მარაგი ჩვენს პლანეტაზე და ზოგადად სამყაროში. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ Bitcoin-ის ემისია 21 მლნ მონეტას არ გადააჭარბებს. 
  • მიუხედავად იმისა, რომ ოქრომ ორშაბათს 2011 წლიდან მოყოლებული ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა, Bitcoin-მა ბოლო ათწლეულში ძვირფას ლითონს დინამიკის მხრივ გაუსწრო. წლის დასაწყისში მისი ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 43,4%-ით, ოქროსი – 27,2%-ით. 
  • მესამე ჰალვინგისა და ფიატური ვალუტების პერმანენტული დასუსტების ფონზე მოსალოდნელი მოთხოვნის ზრდის გავლენით Bitcoin-ი ზრდას გააგრძელებს. 

შიფმა საკუთარი დასკვნები მოიყვანა, თუ რატომ ჯობია ოქროს ყიდვა და არა Bitcoin-ის: 

  • ორგანიზაცია World Gold Council-ის მონაცემებით, მსოფლიოში მოპოვებულია 197 756 ტონა ოქრო. დარჩენილი მარაგი არ აღემატება 54 ათას მეტრულ ტონას. მისი დიდი ნაწილის მოპოვება შესაძლოა ეკონომიკურად არამიზანშეწონილი იყოს გეოლოგიის თავისებურებების გამო. ასტეროიდებსა და სხვა პლანეტებზე ლითონის არსებობის შესახებ საუბარი არაკორექტულია, რადგანაც ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. 
  • ოქროს, Bitcoin-ისგან განსხვავებით, რეალური გამოყენება აქვს წარმოებაში, მაგალითად კომპიუტერის ჩიპებისა და საიუველირო ნაკეთობების დამზადებაში. 
  • ძვირფასი ლითონი ისტორიულად უფრო მეტად შემოწმებული საშუალებაა კაპიტალის შენახვისთვის იმ დროს, როდესაც Bitcoin-ი მხოლოდ 11 წელია არსებობს. 
  • შესაძლოა ველოდოთ, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები გააგრძელებენ ოქროს შესყიდვას რეზერვების სახით, რაც ფასის სამომავლო ზრდას განაპირობებს. 

პოდკასტის შემდეგ დისკუსია Twitter-ზე გაგრძელდა. 

შიფმა საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი დაკვირვება, რომ ბოლო სამი შემთხვევიდან ორჯერ, როდესაც Bitcoin-ის ფასი ადიოდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ – 2019 წლის ოქტომბერსა და 2020 წლის თებერვალში, შემდგომში მისი ფასი 38% და 63%-ით იკლებდა. მაისში ანალოგიური შემთხვევისას ვარდნამ 15% შეადგინა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კორექცია ამჟამინდელ შემთხვევასაც მოჰყვება, საკითხი მხოლოდ მის მასშტაბებში დგას. 

image.png

პომპლიანომ ოპონენტს შესთავაზა გაეხსნა მოკლევადიანი პოზიცია მიმდინარე დონეზე. საპასუხოდ კრიტიკოსმა მიუგო, რომ უკვე იღებს სარგებელს მოკლევადიანი პოზიციით დოლარში. თუმცა ამ პასუხმა იგი ვერ იხსნა საზოგადოების ირონიული გამოხმაურებებისგან, რომლებმაც შეახსენეს შიფს გასულ წელს Bitcoin-ისა და ოქროს ფასების ზრდა, რომელშიც უპირატესობა კრიპტოვალუტას ერგო. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button