ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

Facebook საკუთარ ოპერაციულ სისტემას ქმნის

სოციალური ქსელის მიერ ინფორმირებული წყარო – The Infromation გვიზიარებს, რომ Facebook საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს. 

ახალ მიზანს უხელმძღვანელებს Microsoft Windows NT-ზე მომუშავეთაგან ერთ-ერთი პირი. საკუთარი ოპერაციული სისტემა Facebook-ს სჭირდება თავისი მოწყობილობებისთვის – კერძოდ, VR-ჰედსეტ Oculus Quest-ისა და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი სმარტ ეკრანის – Portal-ისთვის. 

ამჟამად კომპანიის მოწყობილობები მუშაობს Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე. Facebook-ს კი Google-თან კონფლიქტები აქვს მოწყობილობების შექმნის შეფერხების გამო. 

Facebook აგრეთვე დაკავებულია AR-სათვალეზე (შერეული რეალობის სათვალე) მუშაობით. მისთვის კომპანია შექმნის ოპერაციულ სისტემას, რომელიც იმუშავებს ვირტუალურ რეალობაში.  

როგორც უკვე ვიცით, კომპანია Huawei-მაც შექმნა თავისი სისტემა Hongmeng, რომელზეც სამომავლოდ კომპანიის ყველა ის სმარტფონი გადავა, რომლებიც ამჟამად Android-ზე მუშაობს. კომპანიას საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა მოუწია ამერიკული სანქციების გამო, რომელთა თანახმადაც Google-ს უნდა აეკრძალა Huawei-სთვის Android-ის გამოყენება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button