მეცნიერება

მეცნიერება ჭაღარისა და თმის ცვენის წინააღმდეგ

მეცნიერები სიმელოტისა და გაჭაღარავების საწინააღდეგო მალამოს შექმნაზე მუშაობენ. უჯრედები, რომლებიც თმას ქმნის და მას ნაცრისფერ შეფერილობას აძლევს, მკვლევარებმა შემთხვევით მაშინ აღმოაჩინეს, როცა ისინი ზოგიერთი სიმსივნის წარმოშობას იკვლევდნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე შესაძლოა სამეცნიერო სფეროში გარღვევა მოხდეს –  სიმელოტისა და გაჭაღარავების სამკურნალო საშუალება აღმოაჩინონ და დაადგინონ, რატომ ვბერდებით.

„იმედი გვაქვს, ეს ცოდნა დაგვეხმარება, რომ მომავალში სიმელოტესთან და გაჭაღარავებასთან დაკავშირებული კოსმეტიკური პრობლემა სპეციალური ნაერთის საშუალებით, ან თმის ფოლეკულებისთვის საჭირო გენის მიწოდებით გამოვასწოროთ,“ –  განაცხადა ტეხასის UT სამხრეთ დასავლეთ სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგიის პროფესორმა დოქტორმა.

კვლევამ, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ ,,Genes & Development-ში” გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ პროტეინი KROX20, რომელიც უფრო ხშირად ასოცირდება ნერვულ განვითარებასთან, იმ კანის უჯრედებში აღმოჩნდა, რომლებიც თმის ღერები ხდებიან.

თმის ეს წინამორბედი ანუ პროგენტორი უჯრედები შემდეგ პროტეინს წარმოქმნიან რომელსაც  ღეროვანი უჯრედების ფაქტორი (SCF) ეწოდება, რაც აუცილებელია თმის პიგმენტაციისთვის.

როდესაც მეცნიერებმა თაგვების თმის პროგენიტ უჯრედებს SCF გენი მოაცილეს, მათ თმა გაუთეთრდათ. ხოლო როცა  KROX20 -ის წარმომქმნელი უჯრედები წაშალეს, თაგვები გამელოტდნენ.

პროფესორმა ლემ ეს აღმოაჩინა მაშინ გააკეთა, როცა იშვიათ გენეტიკურ დაავადება Neurofibromatosis Type 1-ის სწავლობდა, რომელიც ნერვებზე სიმსივნის ზრდას იწვევს.

წყარო: doctrina.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button