პოეზია

ილია ჭავჭავაძე “მესმის, მესმის სანატრელი”

ჯუზეპე გარიბალდის, იტალიის განმათავისუფლებელ მოძრაობას

მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში…

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!

29 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button