ისტორიაფაქტები

შოკისმომგვრელი ფაქტები ჩერნობილის შესახებ

  • მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩერნობილის ტრაგედიას 30 ათასამდე სიკვდილს მიაწერს. 7 მილიონამდე ადამიანმა კი რადიაციული დასხივება მიიღო.
  • ჩერნობილის ინციდენტის შედეგად, პირველი ვალერი ხოდემჩუკი მოკვდა. მომუშავე, რომელიც მონიტორინგს უწევდა ატომური სადგურის გულში არსებულ წყლის ტუმბოებს.
  • რადიაციულმა მტვერმა ა.შ.შ.-მდეც კი მიაღწია.
  • ჩერნობილში მომხდარმა აფეთქებამ 400-ჯერ მეტი რადიაციული ნალექი წარმოქმნა, ვიდრე 1945 წელს ჰიროშიმაში ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბმა.
  • ბირთვულმა წვიმამ ირლანდიამდეც მიაღწია.
  • ჩერნობილთან ყველაზე ახლოს მდებარე იყო ახლად აშენებული ქალაქი პრიპიატი. პრიპიატს 3000 წლამდე დასჭირდება, იმისათვის, რომ საცხოვრებლად კვლავ უსაფრთხო გახდეს.
  • ჩერნობილთან მყოფ ჩიტებს, შესამჩნევად პატარა ტვინი აქვთ, რადიაციულად დაუბინძურებელ ადგილებში მცხოვრებ ჩიტებთან შედარებით. ხეები უფრო ნელა იზრდებიან და საგრძნობლად მცირე რაოდენობის ობობები და მწერები არიან.
  • ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ, ერთ-ერთი ახლომდებარე ტყე, შემდეგში “წითელ ტყედ” წოდებული, წითელმა ფერმა მოიცვა და განადგურდა. თუმცა, ხეები 15-20 წლის მერეც არ ჩამოშლილან.
  • როგორც ამტკიცებენ, საბჭოთა ავტორიტეტებმა 30 კილომეტრის რადიუსში მყოფი ათასობით ფეხმძიმე ქალი აკრძალვის ზონაში გადაიყვანა აბორტის გასაკეთებლად.
  • აფეთქებიდან 6 თვის შემდეგ რეაქტორი შეიფუთა, რათა მინიმუმ 30 წელი ყოფილიყო გარემო ახალი რადიაციული გამონაყოფებისგან დაცული. ეგრედწოდებულ “სარკოფაგს” უკვე ბზარები დაეტყო.
  • დღესდღეისობით, ჩერნობილი ველური ბუნების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრძალად იქცა. მის მიმდებარედ არწივების, თახვების, ირმების, მგლების დიდი კონტიგენტი ცხოვრობს.
  • “სპილოს ფეხი” ექსტრემალურად რადიაციული მასალაა, რომელიც აფეთქებისას წარმოიქმნა. თავდაპირველად მისი 60 წამით გაშიშვლებას შეეძლო ადამიანის მოკვლა. ახლა, სასიკვდილო დრო 500 წამამდე გაიზარდა. “სპილოს ფეხი” 100 000 წელზე მეტ ხანს დარჩება რადიოაქტიური.
  • “სუიციდის ჯგუფად” წოდებულმა სამმა ადამიანმა ორთქლის აფეთქება შეაჩერა, რომელიც თავდაპირველი აფეთქების შემდეგ იყო მოსალოდნელი. აფეთქება მთლიანად გაანადგურებდა ჩერნობილის ცოცხალ ორგანიზმებს და ევროპას 10წლეულების განმავლობაში საცხოვრებლად გამოუსადეგარად აქცევდა.
  • მეხანძრეები, რომლებიც ჩერნობილის ინციდენტისას ცეცხლის გავრცელება შეაჩერეს, არ იყვნენ ინფორმირებულების საფრთხის შესახებ. ყველა მათგანი მომდევნო დღეებში დაიღუპა.
  • 200 ტონამდე რადიოაქტიური მასალა დღესაც რეაქტორშია.
  • მსოფლიომ ჩერნობილის ტრაგედიაზე მას შემდეგ შეიტყო, რაც შვედეთში რადიაციის დონის მატება შეამჩნიეს. მანამდე, საბჭოთა კავშირი ფაქტის დამალვას ცდილობდა.
  • ჩერნობილის აფეთქება ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლებმაც ატომური მოვლენების სკალაზე მე-7 დონე დაიმსახურა. მეორე ფუკუშიმა დაიჩის ატომური კატასტროფაა, რომელიც იაპონიაში 2011 წელს მოხდა.

მომზადებულია factretriever.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button