ისტორია

ვერცინგეტორიქსი – თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელმაც თითქმის დაამარცხა კეისარი

ვერცინგეტორიქსი კეისრის პირისპირ

ანტიკური რომის ისტორიებში, იულიუს კეისარი, უდაოდ, ცენტრალური ფიგურაა. იულიუს კეისარი იყო პოლიტიკოსი და მებრძოლი, რომელმაც სახელი გაითქვა მსოფლიოს მნიშვნელოვან ლიდერების წინააღმდეგ ან მხარდამხარ ბრძოლით: მარკუს ანტონიუსი, პომპეუსი, კლეოპატრა.

სანამ იულიუსი დიქტატორულ ძალაუფლებასს მოიპოვებდა, მან ალყაში მოაქცია გალია (დღევანდელი საფრანგეთი) და დღევანდელი ბელგიის და შვეიცარიის ნაწილები. სადაც, მძვინვარე მეომარმა სახელად ვერცინგეტორიქსმა დაქსაქსული ტომების გაერთიანება მოახერხა და კეისართან საბრძოლველად განაწყო, მშობლიური მიწების დასაცავად.

ვერცინგეტორიქსი კეისრამდე

ვერცინგეტორიქსის შესახებ უმეტესობა ინფორმაცია კეისრის არაობიექტური მემუარებიდან ვიცით. შესაძლოა ვერცინგეტორიქსი მისი ნამდვილი სახელი არ იყო. სწავლულებს სჯერათ, რომ პროტო-კელტურ ენაში “ვერცინგეტორიქსი” უხეშად ითარგმნება, როგორც “მეომრების საუკეთესო მეფე”. ამგვარად, ეს მეტსახელი ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის და ლიდერობისთვის შერქმეულს უფრო ჰგავს, ვირე დაბადებისას მინიჭებულ სახელს.

ვერცინგეტორიქსს უმეტესად აღწერენ, როგორც მაღალ, მოხდენილ და ქარიზმატულ ადამიანად. მას ბრწყინვალედ გამოსდიოდა საჯარო გამოსვლები, ბრბოს დარაზმვა, შთაგონების მიმცემი და მოტივაციის ამამაღლებელი სიტყვებით. რომაელი დამპყრობლებისთვის, საკუთარი მიწის დასაცავად, გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერცინგეტორიქსი საფრანგეთის პირველ ეროვნულ გმირად მოიხსენიება.

გალურ ტომებს შორის ხშირი იყო პაექრობა და არეულობა. დაქსაქსული ტომები კეისრის დაყავი და იბატონეს ტაქტიკის მთავარ სამიზნედ იქცა. ძვ.წ. 50-იან წლებში იულიუსი ნარბონენსის, გალიის პროვინციის, მმართველი გახდა. ცხადია, გალიის დარჩენილი დამოუკიდებელი პროვინციების დაუფლება კეისარს კომფორტულ სიტუაციაში ჩააყენებდა. კეისარი გალიურ ტომებს მტრებთან ბრძოლაში დახმარებას აღუთქვამდა და ასე ცდილობდა მათ დაუფლებას.

ბრძოლა იულიუს კეისართან

ქანდაკება იულიუსთან ბრძოლის სამახსოვროდ

გალური ტომები ასწლობით ჩვეულნი იყვნენ საკუთარი ხალხის და ტერიტორიების მართვას. ასე რომ, გალები კეთილად არ დახვდნენ ჩრდილოეთისკენ დაძრული იულიუსის ინიციატივას. ებურონების ტომმა ნახევრად შეუმუშავებული აჯანყება დაუპირისპირა მოახლოებულ რომაელებს.

ძვ. წ. 57 წელს იულიუსი თავად შეება აჯანყებულებს სისხლიან ბროლაში, რომელსაც საბისის ბრძოლად მოიხსენიებენ. კეისარმა თითქმის მთელი ტომი ამოხოცა, გადარჩენილები მონებად გაყიდა და დაესაკუთრა ებურონების მიწას.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში, კეისარი აგრძელებდა გალური ტომების შევიწროებას. გასაკვირი არაა, რომ გალ ახალგაზრდებს სძულდათ შემოჭრილი დამპყრობელი.

აღთქმული პრინცი

ამასობაში, ვერცინგეტორიქსი ხედავდა ებურონების და სხვა გალური ტომების ტრაგედიას. ის და სხვა ახალგაზრდა მეომრები კენაბუმთან (თანამედროვე ორლეანსთან ახლოს) მომხდარმა აჯანყებამ შეაგულიანა, სადაც ადგილობრივებმა რომაელი ოფიციალური პირები ამოხოცეს.

არვერნის უხუცესთა საბჭო არ ეთანხმებოდა ვერცინგეტორიქსის ბრძოლის სურვილს. ბიძამისი გობანიტიო ფიქრობდა, რომ რისკი დიდი იყო. თუმცა, ვერცინგეტორიქსს სხვა იდეები ჰქონდა. მოხუცების გაფრთხილების მიუხედავად, მან შეაგროვა საჭირო რაოდენობის ხალხი. მან არა მარტო არვერნის ახალგაზრდობა გააერთიანა, არამედ სხვა ტომებიც შეაგულიანა კეისრის წინააღმდეგ.

ვერცინგეტორიქსი კეისრის წინააღმდეგ

როცა კეისარმა შეიტყო, რომ მისი ოპონენტები მის წინააღმდეგ ირაზმებოდნენ, სასწრაფოდ დაბრუნდა რომიდან. ამასობაში, ვერცინგეტორიქსი იმ ტერიტორიები ძარცვავდა და მაროდიორობას ეწეოდა, რომელიც კეისრის ირიბი კონტროლის ქვეშ იყო. ამ ტიპის თავდასხმებმა არა მარტო მორალურად გააძლიერა აჯანყებულები, საკმაო ქონებაც მოუტანა მათ. რამაც, მათი რიგების საგრძნობი ზრდა გამოიწვია.

ვერცინგეტორიქსის თავი მონეტაზე, დამზადებულია დაახლოებით ძვ.წ. 50 წელს

გამომაფხიზლებელმა ტალღამ გალიის ყველა ტომი მოიცვა, უწყებაზე უმეტესობა ბარგს ალაგებდა და საბრძოლველად ემზადებოდა. ძვ.წ. 52 წელს გალებმა ალყა შემოარტყეს გერგოვიას. გალებს ბედი სწყალობდათ, თავდასხმის დროს კეისარი გალიაში არ იმყოფებოდა, რომაელი ძალების სარდლობა მის მოადგილეს ლაბიენუსს მოუწია.

ლაბიენუსი ცუდად იყო მომზადებული ბრძოლის სამეთაუროდ. ლაბიენუსი მზად იყო პრაქტიკული, ორკესტრირებული ბრძოლისთვის და არა ისეთი პარტიზნული სტილის შემოტევებისთვის, როგორსაც ვერცინგეტორიქსი იყენებდა. გალებმა ხერხს მიმართეს, მეტოქეზე შეტევის ნაცვლად, მათ საჭმლის მარაგებს და თავშესაფრებს შეუტიეს და ღამეში გაუჩინარდნენ. საკუთარი მიწების კარგი ცოდნა უდიდეს უპირატესობას ანიჭებდა გალებს.

სახელოვანი გამარჯვება

მარაგის გარესე დარჩენილი რომაელები სრულიად უძლურები იყვნენს. ამასობაში, კეისარიც დაიძრა ბრძოლის ველისკენ საკუთარი არმიის დასახმარებლად.

ვერცინგეტორიქსი “ყველაფერი დაწვით” ტაქტიკას მიმართავდა. გალები ცეცხლს აძლევდნენ ყველაფერს რაც გზად ხვდებოდათ – ქალაქებს, სოფლებს, საჭმლის მარაგებს. კეისარი ვერცინგეტორიქსის ბრძოლის ტაქტიკაზე წერს:

“ჩვენი მეომრების უბადლო სიმამაცეს გალები ყველანაირი მაქინაციებით უპირისპირდნებოდნენ. ეს ერი გამორჩეული გამჭრიახობითაა დაჯილდოებული.”

მისდა სამწუხაროდ, ვერცინგეტორიქსის წარმატებებს ბოლო ჰქონდა. ის კეისართან დამარცხდა ავარიკუმის ბლოკადისას. უფრო და უფრო ხშირად იხევდა უკან. საბოლოო ჯამში ვერცინგეტორიქსი ალესიაში დაბანაკდა, ძვ.წ. 52 წელს. რომაელებმა წინასწარ იცოდნენ ეს და იქ შეიტყუეს გალები, სადაც ნაკლებად ელოდნენ.

ბრძოლა ალესიაში

“კეისრის ცხოვრებაში”, ისტორიკოსი პლუტარქე წერს: “ვინც ყველაზე ძლევამოსილი იყო გალების ერში, შეიკრიბა და ალესიის მკლავში მოექცა.” ბევრი მათგანი კედლებში იმალებოდა, ზოგიერთი კი კედლის გარედან დაუპირისპირდა რომაელებს. თუმცა, მტრების შუაში მოქცეულმა კეისარმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

მეფის დაცემა

ამ მომენტის შემდეგ ამბავი იყოფა. ზოგიერთი ამბობს, რომ კუთხეში მოქცეულმა გალებმა ლიდერი არ შეიწყალეს და კეისარს გადასცეს. სხვები კი ამბობენ, რომ მან საკუთარი შეცდომები გააცნობიერა და ხალისიანად დაყარა იარაღი.

ვერცინგეტორიქსის კაპიტულაცია

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ვერცინგეტორიქსი შეგნებულად შევიდა კეისრის ბანაკში და მის კარავში. აბჯარი მოიხსნა, მის ფეხებთან დაეცა და ზავი ითხოვა. კეისარმა არ შეიწყალა ის და რომში წაიყვანა.

ძვ.წ. 46 წელს გალების გმირი რომის საპატიმროში გარდაიცვალა, სავარაუდოდ დაიხრჩო. მისი სიკვდილის შემდეგ, მიუხედავად დამარცხებისა, ვერცინგეტორიქსის პოპულარობამ იმატა. მისი ამბავი ფართოდ გავრცელდა და მისი სახელი თავისუფლებასთან მებრძოლად აღიქმებოდა – ისევე როგორც დღეს.

მომზადებულია Allthatisinteresting.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button