ზღაპარისაბავშვო

როგორ შეაგდეს როზინა ღუმელში – იტალიური ზღაპარი

ერთ ღარიბ-ღატაკ კაცს ცოლი მოუკვდა და ობლად დარჩა მშვენიერი პატარა გოგო — როზინა. კაცი დილიდან დაღამებამდე შრომობდა, წელებზე ფეხს იდ-გამდა, პატარა როზინას კი მომვლელი არა ჰყავდა და მთელი დღე უპატრო-ნოდ ეგდო. იფიქრა კაცმა, როდემდის ვიყო ასე, ჩემს როზინას მომვლელი ხომ უნდაო. ადგა და ქალი შეირთო. მეორე ცოლსაც გოგო გაუჩნდა და ასუნტა და-
არქვეს. ასუნტა გონჯი იყო, როზინას შეხედვას კი არაფერი სჯობდა. წამოი-ზარდნენ გოგონები, სკოლაში ერთად დადიოდნენ, ერთად თამაშობდნენ, მაგ-რამ ასუნტა სულ გაკაპასებული ბრუნდებოდა შინ.
— დედა, — უთხრა ერთხელ ასუნტამ დედას, — ჩემს დღეში აღარ ვითამა-შებ როზინასთან. ვინც კი დაგვინახავს, ყველა მაგას ეფერება და აქებს. ლამა-ზიც ეგ არის, ლოყაწითელაც, ალერსიანიც. მე კი მეუბნებიან, მუგუზალს ჰგავ-ხარო.
— მერე რა, შვილო, რა დიდი უბედურება ეგ არის, შავგვრემანი თუ ხარ და თმაც შავი გაქვს. მე მგავხარ, სწორედ მაგაშია შენი სილამაზეო, — დაამშვიდა დედამ.
— როგორც გინდა, ისე იფიქრე, მე კი როზინასთან არსად წამსვლელი აღარა ვარო, — არ ცხრებოდა ასუნტა.
ქალს მზე და მთვარე თავის ასუნტაზე ამოსდიოდა. ხედავდა, როგორ იტან-ჯებოდა, შურით სკდებოდა მისი შვილი და ერთხელ ჰკითხა:
— რა გიყო, რით გიშველოო?
— გაგზავნე როზინა ძროხების სამწყემსავად, გაატანე ერთი გირვანქა ფთი-ლა და უბრძანე, შინ დაბრუნებამდე დაართას. თუ ნართს არ მოიტანს, ან ძრო-ხებს მაძღრებს არ მორეკავს, მაგრად მიტყეპე. დღეს მიტყეპავ, ხვალ მიტყეპავ, იტირებს, იტირებს და შნოს და ლაზათს დაკარგავსო.
არ უნდოდა ქალს ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დაუთმო შვილს, დაუძახა როზინას და უთხრა:
— დღეის იქით ასუნტას გვერდით გავლა აღარ გაბედო. ძროხებს წაასხამ სა-ბალახოდ, ბალახსაც მოთიბავ და ყოველდღე გირვანქა ფთილასაც დაართავ. თუ საღამომდე ნართი მზად არ გექნება, ან ძროხებს მაძღარს არ მორეკავ, შავ დღეს დაგაყრი. ხომ იცი, რასაც ვიტყვი, ავასრულებ კიდეცო.
როზინა ასეთ ბრძანებებს ჩვეული არ იყო და გაოცებისგან ხმა ჩაუწყდა. დე-დინაცვალმა ჯოხს წამოავლო ხელი. როზინა ბედს დაემორჩილა, აიღო ფთი-ლით სავსე კალათი, გაირეკა ძროხები და წავიდა.
— ფურილებო, ჩემო ფურილებო! რა ვქნა, როგორ მოვთიბო თქვენთვის ბა-ლახი, როცა მატყლი დასართავი მაქვს? ნეტა ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და საქმეში შემეშველოსო! — დაიჩივლა როზინამ.
ბებერმა ძროხამ თავი მოაბრუნა როზინასკენ.
— დარდი ნუ გაქვს, როზინა, წადი, ბალახი მოთიბე, ჩვენ კი მატყლს დავარ-თავთ და ძაფსაც ამოვახვევთ. ოღონდ სანამ წახვალ, ასე თქვი:
ჩემო ძროხავ, გეტყვი ქებით,
ეს პატარა მატყლის ფთილა,
შენი რქებით, კოხტა რქებით
დაახვიე კარგა, ფრთხილად.
საღამომდე როზინამ იმდენი ბალახი მოთიბა, რომ ძროხებიც დააძღო და ერთი ხორომი ბალახიც თან წაიღო. მირეკა ძროხები, დააბინავა ბოსელში, ბა-
ლახის ხორომი თავზე ედო, ძაფის გორგალი ხელში ეჭირა, ეს რომ დაინახა ასუნტამ, ბოღმით კინაღამ დაიხრჩო, გაკაპასებული მივარდა დედას და უთხრა:
— ხვალ ისევ გაგზავნე როზინა სამწყემსავად და ორი იმდენი მატყლი გაა-ტანე. თუ საღამომდე ნართი მზად არ ექნება, ან ძროხებს მაძღრებს არ მორე-კავს, გვერდები აუჭრელეო.
გაირეკა დილით ძროხები როზინამ, გაიყვანა მინდორზე და თქვა:
ჩემო ძროხავ, გეტყვი ქებით,
ეს პატარა მატყლის ფთილა,
შენი რქებით, კოხტა რქებით
დაახვიე კარგად, ფრთხილად.
საღამოს ძროხებიც მაძღარი მირეკა შინ. ორი გირვანქა ნართიც მზად ჰქონდა და ერთი ხორომი ბალახიც მიიტანა.
ასუნტას მკვდრის ფერი დაედო ამის დანახვაზე, მივარდა როზინას და ჰკითხა:
— ერთ დღეში ამდენი საქმის გაკეთებას როგორ ახერ-ხებო.
— ქვეყნად ბევრსა აქვს კეთილი გული. ჩემი ძროხები მეხმარებიანო, — მიუ-გო როზინამ.
ასუნტამ დედასთან მიირბინა და სთხოვა:
— ხვალ როზინას ნუღარ გაგზავნი სამწყემსავად. შინ დატოვე, ოჯახის საქ-მეს მიხედოს. მე კი ძროხებს წავასხამ საბალახოდ. მეც მომეცი დასართავად მატყლიო.
— კარგიო, — უთხრა დედამ.
ადგა დილით ასუნტა, გაირეკა ძროხები. მიდიოდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უტყლაშუნებდა ძროხებს სახრეს. მიადგნენ თუ არა მინდორს, წამოაც-ვა რქებზე ფთილები. ძროხები არ გაინძრნენ. გაბრაზდა ასუნტა, დაჰკივლა ძროხებს:
— რას გაშეშებულხართ, დართვა არ გინდათო? — დაუშინა და დაუშინა სახ-რე. გამწარებული ძროხები თავს აქნევდნენ და სულ ერთიანად აუბურდეს მატყლი.
ასუნტას როზინას ჯავრი არ ასვენებდა. ერთ საღამოს დედას უთხრა:
— დედა, ისე მომინდა ბოლოკი, ისე რომ სული მიმდის. გადავიდეს როზინა მეზობლის ბოსტანში და ბოლოკი ამოგლიჯოსო.
შვილისთვის რომ ესიამოვნებინა, ქალმა როზინას უბრძანა, გადადი მეზობ-ლის ბოსტანში და ამოგლიჯე ბოლოკიო.
— რასა ბრძანებთ, სხვის ბოსტანში როგორ გადავიპარო, გინდათ ვიქურდო? ასეთი რამ ჩემს დღეში არ მიქნია, მეზობელმა რომ დაინახოს, ღამე მის ბოსტან-ში ვიღაც გადაიპარა, თოფს ესვრისო!
ასუნტასაც ეს უნდოდა. ის მბრძანებლობდა შინ და როზინას უთხრა:
— ახლავე წადი, თორემ ჯოხით ზურგს აგიჭრელებო.
წავიდა როზინა, სიბნელეში გადაძვრა ღობეზე და სხვის ბოსტანში შეიპარა, მაგრამ ბოლოკის ნაცვლად თალგამს მოეჭიდა, მოსწია ერთხელ, მოსწია მეო-რედ და ძლივს ამოგლიჯა. მოუსვა თალგამს ხელი და რაღაც ცოცხალი მოხ-ვდა. დახედა, თალგამის ძირში თურმე გომბეშოები არ ბუდობდნენ! ძირში ხუ-თი პაწია გომბეშო იჯდა.
— ვაი, რა პაწიები ხართ, — მიუალერსა როზინამ, ჩაისხა წინსაფარში, მაგ-რამ, საუბედუროდ, ერთი გომბეშო ხელიდან გაუსხლტა და თათი მოიტეხა.
— მაპატიე, პატარავ, უნებურად მომივიდაო, — უთხრა როზინამ.
ოთხ გომბეშოს როზინა ძალიან მოეწონა და უთხრეს:
— ასეთი კარგი და საყვარელი რომ ხარ, გვინდა დაგასაჩუქროთ, ისე გაგა-ლამაზებთ, რომ მზესავით იბრწყინებ, შენი ბადალი ქვეყნად არ იქნებაო.
ფეხმოტეხილმა გომბეშომ კი ჩაიბუზღუნა:
— როგორ არა, თქვენმა მზემ, ძალიან საყვარელი გოგოა. მაგის მიზეზით არ დავკოჭლდი! როგორც კი მზის სხივი მოხვდება, გველად იქცეს დ გველადვე დარჩეს, ვიდრე აგუზგუზებულ ღუმელში არ შეაგდებს ვინმეო.
წავიდა როზინა შინ. უხაროდა კიდეც და გულიც სტკიოდა, შევიდა თუ არა სახლში, ისეთი შუქი მოჰფინა, ისეთი შუქი, რომ დღესავით გაანათა იქაურობა, შეხედეს დედინაცვალმა და ასუნტამ და სახტად დარჩნენ, ორივეს თვალი მოს-ჭრა როზინას სილამაზემ. როზინამ უამბო, რაც შეემთხვა მეზობლის ბოსტანში.
— უდანაშაულო ვარ, გარეთ ნუ გამგზავნი, თორემ გველად გადავიქცევიო, —შეევედრა დედინაცვალს.
მას მერე როზინა მარტო საღამოობით ან ღრუბლიან დღეს გამოდიოდა გა-რეთ. სულ ჩრდილში იჯდა ფანჯარასთან, ქსოვდა და მღეროდა. ფანჯრიდან მისი შუქი შორს იჭრებოდა. ერთხელ მათ სახლთან უფლისწულმა ჩაიარა. უცებ კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა ჭაბუკს, ასწია თავი და ფანჯარასთან მჯდა-რი როზინა დაინახა. გლეხის ქოხში ასეთ მზეთუნახავს რა უნდაო, გაიფიქრა და როზინას ქოხის კარი შეაღო.
გაიცნეს ერთმანეთი როზინამ და უფლისწულმა. როზინამ თავისი ამბავი უამბო და არც ის დაუმალა, თუ როგორ დასწყევლა პაწია გომბეშომ.
— რაც იქნება, იქნეს, შეუძლებელია თქვენისთანა მზეთუნახავის ამ ქოხში ცხოვრება. ჩემი ცოლი გახდები, როზინა, ვთქვი და შევასრულებ კიდეცო, — უთხრა უფლისწულმა.
ამ დროს როზინას დედინაცვალი ჩაერია ლაპარაკში:
— ფრთხილად იყავით, თქვენო ბრწყინვალებავ, თორემ უბედურებას გადა-ეყრებით. ხომ გითხრათ როზინამ, რაც მოელის. ერთი თუ მოხვდა მზის სხივი, მაშინვე გველად გადაიქცევაო.
— ეს უკვე ჩემი საქმეა. ვხედავ, ეს გოგონა მაინცდამაინც არ გიყვართ. ამი-ტომ ახლავე მოამზადეთ სასახლეში გასამგზავრებლად, გზაში მზის სხივი რომ არ მოხვდეს, დახურულ კარეტას გამოვგზავნი. არც თქვენ დაგტოვებთ უყუ-რადღებოდ. აბა, შეასრულეთ, რაც გიბრძანეთ. მშვიდობითო, — თქვა უფლის-წულმა და გავიდა.
ასუნტამ და დედამისმა უფლისწულის შიშით ვერაფერი ავნეს როზინას, რისხვა გულში ჩაიგუბეს და მისი გამგზავრების სამზადისს შეუდგნენ.
მალე კარეტაც მოგრიალდა, ძველი, დახურული კარეტა. მხოლოდ თავზე ჰქონდა პატარა საჭვრეტელი. ეტლის საფეხურზე ეგერი იდგა, ფრთიანი ქუდი ეხურა და დაშნა ეკიდა. როზინა კარეტაში ჩაჯდა. დედინაცვალმა კი გვერდზე გაიხმო ეგერი და სთხოვა:
— კეთილო კაცო, თუ გინდა საჩუქრად ათი პაოლი მიიღო, მზე კარგად რომ ამოიწვერება, კარეტის საჭვრეტი გააღეო.
— კარგით, სინიორა, რასაც მიბრძანებთ, შევასრულებო, — მიუგო ეგერმა.
მერე დედინაცვალი გვერდით მიუჯდა როზინას და უთხრა, სასახლემდე მიგაცილებო.
დაიძრა კარეტა. შუადღისას, მზე ზედ თავზე რომ დაადგა კარეტას, ეგერმა საჭვრეტელი გააღო. გაიღო თუ არა საჭვრეტელი, მზის სხივი როზინას დაეცა და მაშინვე გველად აქცია. გველი სისინით გაძვრა კარეტიდან და ტყეში შესრი-ალდა.
უფლისწული შეეგება კარეტას, გააღო კარი, მაგრამ როზინა არსად იყო, რომ გაიგო, რაც შეემთხვათ, ატირდა, კინაღამ მოკლა როზინას დედინაცვალი.
შემოეხვივნენ კარისკაცები, ამშვიდებდნენ, — რას იზამ, ასეთი იღბალი ჰქო-ნია როზინას. დღეს თუ არა, ხვალ მაინც ეს ბოლო ელოდაო, მაგრამ ვერავითა-რი დარიგებით და დაყვავებით ვერ დაამშვიდეს. უფლისწული, მართალია, აღარ შფოთავდა, მაგრამ ძალიან გულმოკლული და დაღვრემილი იყო.
მზარეულებს უკვე საქორწილო ვახშამი მოემზადებინათ. გამოეცხოთ, შეეწ-ვათ, მოეხარშათ. სტუმრებმაც მოიყარეს თავი, ყველამ გაიგო როზინას ამბავი და თქვეს, რაკი შევიკრიბეთ, დავსხდეთ და ვიქეიფოთო. მზარეულებს უბრძა-ნეს, კერძი შეათბეთ და სუფრა გაშალეთო.
ამ დროს მსახურმა ტყიდან ფიჩხის კონა მოიტანა. მზარეულმა ასწია ფიჩხის კონა და ღუმელში შეაგდო. შეაგდო და მაშინვე დაინახა, რომ ფიჩხის კონაში გველი შემძვრალიყო. ფიჩხი უკვე აბრიალდა, უკვე ვეღარ გამოიღებდა, იდგა მზარეული და უყურებდა, აბა, როგორ დაიწვება გველიო. უცებ ღუმელიდან დედიშობილა, ვარსკვლავივით ქალი გამოხტა. მზარეულს ჯერ ხმა ჩაუწყდა, მერე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიღრიალა:
— არიქა, ხალხო, ჩქარა აქ მოდით! ღუმელიდან ქალი გამოხტაო!
მის ყვირილზე პირველი უფლისწული შევარდა სამზარეულოში, უკან კა-რისკაცები მიჰყვნენ. დაინახა უფლისწულმა თავისი როზინა და გადაეხვია.
დაიწერეს ჯვარი და დიდებული ქორწილი გადაიხადეს.
ცხოვრობდა როზინა ბედნიერად, ვიღა დაჩაგრავდა, ყველა თვალ-წარბში შეჰყურებდა.
მონტალე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button