National Geographicბუნება & სამყაროსურათები

National Geographic: შემოდგომა შეერთებულ შტატებში

იაპონური ნეკერჩხლის ფოთლებითა და ტოტებით მოფენილი ბილტმორის მამულების მიწა ჩრდილო კაროლინის შტატში. 1895 წელს ჯორჯ ვაშინგტონ ვანდერბილტის მიერ აგებული ბილტმორი წარმოადგენს უდიდეს კერძო რეზიდენციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც გარს აკრავს 30 ჰექტარი ფართობის ბაღები.


ალასკაში მდებარე დენალის ეროვნული პარკი 650 ყვავილოვანი მცენარისა და მრავალი ცხოველის თავშესაფარია. შემოდგომა ფერს უცვლის ბუნებას აშშ-ში, რომლის ტერიტორიაც გადაჭიმულია არქტიკულიდან ტროპიკულ სარტყლებამდე.


წითელი ნეკერჩხლის ფოთლები და ოქროსფერი ჰიბისკუსი გვამცნობენ, რომ შემოდგომა უკვე მოახლოვდა ქვიშაქვის ვარდისფერ კანიონებში ზიონის ეროვნულ პარკში, იუტას შტატში. ეს ორივე სახეობა აქტიურად მოიხმარს წყალს მაღალი პლატოებისა და ქვის კოშკების მშრალ მიწაზე.


შემოდგომის ფერები ვრცელდება არწივის ტბაზე აქადიას ეროვნულ პარკში, მენის შტატში. არწივის ტბა, რომლიდანაც წყალი მიეწოდება ახლომდებარე ქალაქ ბარ-ჰარბორს, ღრმა, სუფთა და მცენარეებისგან შედარებით თავისუფალი ტბაა.


დასავლეთ კოლორადოში, ცხენირმის მთებზე ვერხვის ფოთლები თრთიან ნიავის უმნიშვნელო დაქროლვაზეც კი. ვერხვი ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. ღარიბი ნიადაგის მოთმინებით ამტან ვერხვს ფოთლები შეუყვითლდა და ქერქი გაუთეთრდა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ შემოდგომა ილევა და ზამთარი მოდის.


კოლორადოს შტატის მწვერვალი – მარსელინას მთა – შემოდგომაზე ოქროსფერი ხდება. მისი მიმდებარე ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 26 000 ჰექტარს განისონის ეროვნულ ტყეებთან და უაიტის მდინარესთან ერთად. აქ გვხვდება ასევე სწრაფად მზარდი ვერხვები, რომლებიც 1 წელიწადში 1.5 მეტრს იმატებენ.


ვირჯინიის შტატის შენანდოას ხეობა შემოდგომის ფერებში ელვარებს – ყვითელი და ნარინჯისფერი ალვის ხეები, არყის ხეები, შიშველი ნეკერჩხლები, ჰიკორები. ხეობა გადაჭიმულია 300 კმ-ზე ალეგენისა და ბლუ რიჯის მთების გასწვრივ.


დენალის ეროვნულ პარკში მოგზაურები ათვალიერებენ ალასკას მთიან ტერიტორიებს. ისინი მიუყვებიან ქვანახშირის უბის ბილიკს ალპური მდელოების გასწვრივ, რომელიც მყინვარის ნალექით განათებულ მდინარეს გადაჰყურებს.


ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ხედი ზემოდან, პირველი სახალხო პარკი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიხსნა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს, რითაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი პარკის სტატუსი აქვს. მისი ფართობია 341 ჰექტარი, სადაც მიედინება 7 მდინარე და გაშენებულია 30 ხიდი და თაღი. ეს ყველაფერი იძლევა სიმშვიდისა და სივრცის შეგრძნებას იმ ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს.


შემოდგომის ქარის გამო გოგონა ტროტუარზე ჩერდება მენის შტატის ქალაქ პორტლენდში. ძირს დაცვენილი ფოთლებიდან ზოგი ნეკერჩხლის ხეს ეკუთვნოდა, ზოგი მუხას, დანარჩენებიც უამრავ სხვა სახეობას. ხეების სიჭარბე 70-იან წლებში ამოქმედებული პროგრამის შედეგია, რის გამოც პორტლენდს “ტყის ქალაქი” შეარქვეს. ქალაქში დღესდღეობით მინიმუმ 20 000 ხეა, მათ შორისაა ის 100 თელაც, რომლებიც 60-იან წლებში გავრცელებულ ‘ჰოლანდიური თელის დაავადებას’ გადაურჩნენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button