Hi-Techკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

დისკრეტული გრაფიკა Intel Xe DG1 შეიცავს 768 ბირთვს

კომპანია Intel-მა უკვე დაიწყო Xe DG1 დისკრეტული ვიდეო დაფების გავრცელება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს შორის. შედეგად დაფების შესახებ მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი, რადგანაც ადაპტერების ტესტირებების შედეგად ინფორმაცია ხვდება ისეთ ბაზებში, როგორიცაა Geekbench 5 ბენჩმარკი. 

ამჯერად ახალი ინფორმაცია გამოჩნდა SiSoftware-ის ბაზაში, სადაც მოხდა მე-12 თაობის არქიტექტურის მქონე ამაჩქარებლის ტესტირება. ამაჩქარებელი წარმოდგენილია 96 EU-თი, რომლებიც მუშაობენ 1,5 გჰც-ზე (სავარუდოდ DG1 მოდელი). ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ადაპტერს აქვს 768 გამომთვლელი ბირთვი. გატესტილ ნიმუშს 3 გბ მეხსიერება აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერიულ პროდუქტსაც იდენტური მახასიათებლები ექნება.

ამაჩქარებელი – ეს გახლავთ დესკტოპ ვერსიად სახეცვლილი ინტეგრირებული მობილური გრაფიკული ადაპტერი. ამაზე მიუთითებს OpenCL ტესტი, რომელშიც იგი განისაზღვრა, როგორც „მე-12 თაობის მობილური გრაფიკული“ კონტროლერი. აქედან გამომდინარე, Xe LP ჩიპზე აგებული DG1 მოდელი საწყისი დონის ვიდეო დაფაა. 

image.png

ადაპტერი DG2 საშუალო სეგმენტში მოხვედრის კანდიდატია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ მას 2048 ბირთვი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის გრაფიკული ადაპტერების შესახებ ცნობები რეგულარულად ხმაურდება, ამჟამად უცნობია რომელი სეგმენტის განვითარებაზეა კომპანია ორიენტირებული მიმდინარე წელს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button