ასტროლოგიადღის ჰოროსკოპივერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
საყვარელ ადამიანთან სულიერი ჰარმონიის მიღწევაში ხელს გიშლით ტაქტის ნაკლებობა და უხეშობა, რაც ზოგჯერ ოჯახში კონფლიქტების მიზეზი ხდება. გახსოვდეთ, ახლობელ ადამიანთან ორმაგი თამაში არ ღირს. ნუ გაექცევით საკუთარ მოვალეობებს.

კურო
თანაგრძნობის გამოვლენისა და ურთიერთგაგების დღეა. ზოგიერთ კუროს ამ დღეს მოგზაურობა მოუწევს. სურვილი გაქვთ, რომ შორეული ნათესავები მოინახულოთ და ძველ მეგობრებს შეურიგდეთ. თუ არავის დამეგობრებიხართ და ახალი კავშირები არ გაგიბამთ, გირჩევთ, ეს საქმე ახლავე დაიწყოთ. ეცადეთ, ხშირად გაიღიმოთ და ყველაფერს უფრო მარტივად შეხედოთ და ადამიანები აუცილებლად შეგიყვარებენ.

ტყუპები
უთანხმოებით, გაუგებრობითა და წყენით სავსე დღეა. ორივე ცდილობთ, საკუთარი აზრები დამალოთ, ამიტომ საეჭვოა, ურთიერთგაგებას მიაღწიოთ. სავარაუდოდ, მხოლოდ წლის ბოლოს შეძლებთ, ჩვეული ცხოვრების რიტმი და ნორმალური ურთიერთობები აღადგინოთ. თქვენ სხვებზე უკეთ იცით, რატომ ირღვევა ოჯახური იდილია, ამიტომ თავს ქვიშაში ნუ მალავთ და სასწრაფოდ რამე იღონეთ.

კირჩხიბი
ამ დღეს დიდია გაციებისა და ვირუსული ინფექციების რისკი, ამიტომ მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. გაციების პროფილაქტიკისთვის C ვიტამინით მდიდარი ხილი და წვენები მიიღეთ და ქუჩაში სეირნობისგან თავი შეიკავეთ.

ლომი
შესაძლოა, გაგიმართლოთ და ერთობლივი სახელოვნებო პროექტისთვის თანამოაზრეები იპოვოთ. საქმიან სფეროში მოსალოდნელია მომგებიანი შეთანხმება. გარიგება რომ არ ჩაიშალოს, მშვიდად და თავაზიანად უნდა მოიქცეთ. საყვარელ ადამიანთან საერთო ენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მონახავთ, თუ უფრო მასშტაბურად აზროვნებას ისწავლით.

ქალწული
თვის პირველ ნახევარში ძალიან დაკავებული იქნებით, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დრო არ დაგრჩებათ. თვის შუა რიცხვებში ვითარება რადიკალურად შეიცვლება და რომანტიკული განწყობა დაგეუფლებათ. გირჩევთ, სათანადოდ დააფასოთ პირად ცხოვრებაში კეთილდღეობის ფასი. ოჯახური ფასეულობები თქვენთვის კარიერაზე მნიშვნელოვანი გახდება.

სასწორი
ამ დღეს შეგრძნებები გაგიმძაფრდებათ. სიმარტივისა და პრაგმატულობის დეფიციტს განიცდით. თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია – მატერიალური სტაბილურობა. ისწავლეთ ზომიერება, კაპიტალის მართვა, ფულის დაბანდება ისეთ საქმეში, რაც მოგებას მოგიტანთ.

მორიელი
არაფორმალურ გარემოში მოგიწევთ საქმიანი საკითხების გადაწყვეტა კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, საქმიან პარტნიორებთან. თანაც, დიდი ალბათობით, ეს გარემო დაგაბნევთ, განსაკუთრებით დოკუმენტებზე მუშაობის დროს. მეუღლესთან ურთიერთობაც, შესაძლოა, ამ დღეს დაგეძაბოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას, რადგან დიდი ალბათობით, შეცდომას დაუშვებთ.

მშვილდოსანი
საქმეში მცირედი სირთულეც კი ხელს შეგიშლით პროექტზე მუშაობის დასრულებაში. მიზნის მისაღწევად აუცილებელია, ძალები მოიკრიბოთ და იმ ადამიანებთან გაერთიანდეთ, რომლებიც მუშაობას გაგიმარტივებენ. მოიზიდეთ ისინი საერთო საქმეში.

თხის რქა
სადღესასწაულო განწყობა კიდევ დიდხანს შეგინარჩუნდებათ, მაგრამ უარყოფითად აისახება თქვენს სამუშაო პოტენციალზე. ვარსკვლავები გირჩევენ, კონცენტრირდეთ, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მოიკრიბოთ ძალები და გაიკაფოთ გზა უკეთესი მომავლისკენ.

მერწყული
დასვენების დღეების დასრულების შემდეგ სრული დატვირთვით მოგიწევთ მუშაობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დღეს თქვენი ენერგია შესაძლოა, ნულზე დაეცეს და დაწყებული საქმე შუა გზაში მიატოვოთ. თქვენთვის აუცილებელია, მოიპოვოთ სტაბილურობა და იყოთ თავდაჯერებული თქვენი ცხოვრების ყველა მიმართულებით. ამისთვის კი მნიშვნელოვანია დაგროვილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.

თევზები
სასწავლებელში ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაცია არ გამოირიცხება. ეს პერიოდი განსაკუთრებით წარუმატებელია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სესიები აქვთ. მოერიდეთ უგუნებობას გამოცდების ჩაბარების დროს. ნუ აიჩემებთ, რომ კარგი შეფასება შეიძლება შემთხვევით მიიღოთ, ბევრი წვალებისა და მეცადინეობის გარეშე.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button