განხილვაგართობამუსიკა

ლელა თათარაიძე – სამციხის ღამე (2004)

folklore

ტრეკლისტი:

  1. რა ლამაზია თუშეთი (2:53)
  2. ვერცხლის თასადამც მაქცია (2:48)
  3. დაბადება (3:12)
  4. მწირულაო ამოვალიდ (2:40)
  5. კახეთა კივის გუგული (1:59)
  6. ლომო, შე ლომის მოკლულო (2:41)
  7. მოურჩენელი ტკივილი (2:51)
  8. მაჰკვდია (3:13)
  9. მთიდან სიმღერით მოვდივარ (1:28)
  10. ცხრაჯერ (3:11)
  11. თინებექის სიკვდილი (1:54)
  12. სამოთხის გვრიტები (0:51)
  13. ფშავური დატირება (1:42)
  14. შავი მიმინო (2:32)
  15. ფანდურის ვარიაციები (2:33)
  16. გშორდები, ფიქრი მატულობს (2:16)
  17. ქართველო საქართველოსთვის (2:12)

შემადგენლობა:

  • ლელა თათარაიძე – ვოკალი, ფანდური, აკორდეონი

მივაშუროთ მთას. ქართული მთის მუსიკა ბარისაზე გაცილებით მკაცრი და ნაკლებ მრავალფეროვანია; მაგრამ სწორედ ეს მონომორფული სისუფთავეა, ქართული მუსიკის რთული კონტრასტებით გადაღლილ მსმენელს რომ იზიდავს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მთის შემსრულებელთა ერთი ნაწილი არა მთის მუსიკალური ჰორიზონტის გაფართოებას, არამედ ოდითგანვე არსებულის გასუფთავებას და ხშირად ექსპრესიის მინიმალიზებასაც კი ცდილობს; თითქოს უნდათ, რომ თავიანთი სიჩუმით მთის ექოსა და სიგრილეს ათქმევინონ სათქმელი.

მუსიკალური განვითარებისადმი ასეთი პარადოქსული მიდგომის ღირებულებაზე შეგვიძლია ლელა თათარაიძის შემოქმედებით ვიმსჯელოთ. ბევრ ფოლკლორულ გუნდთან თანამშრომლობის მიუხედავად, ლელა თათარაიძე თავის სოლო-შემოქმედებაში იყენებდა მხოლოდ იმ უმცირესს, რაც მას სჭირდებოდა: მის ხმას, აკორდეონსა და საკუთარ ხმას.

მისი, მუდმივ მინორზე დაფუძნებულ სიმღერები, თითქოს ერთი დიდი თემის ვარიაციაა, მაგრამ ყოველი სიმღერა ახერხებს თავისი, განსხვავებული სათქმელის თქმას. ალბომზე 17 სიმღერაა; ეს ყველა ერთად ისეთ ორგანულ აურას ჰქმნის, რომ მათგან ერთის გამოცლაც ამ ატმოსფეროს გაანადგურებდა.

მოკლედ, ამ ალბომი ქართული მთის მუსიკის კვინტესენციაა: სუფთა, პირველყოფილი, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ყველაფერი დანარჩენი, უფრო რთული, ამ მუსიკას ეფუძნება. ჰოდა, აი, ფესვები.

8/10.

————————————————————————————————————

Let’s go to the mountains. Georgian highlands’ music is much stricter and less variable than that of lowlands, but it is this monomorphic purity that attracts the listener tired of complicated contrasts in Georgian music. So it doesn’t seem very strange that one part of the highland performers decided not to broaden the mountain music horizons, but to purify what there ever was, even by minimalizing the expression – just as by their silence, they leave the stage to the coolness and the echoes of the mountains.

Lela Tataraidze’s work lets us appreciate such a paradoxical approach to musical development. Despite collaborating with many fokloric choirs, Tataraidze only exploited minimal amount of musical tools in her solo work: panduri, accordion and her own voice.

Her songs, constantly based on minor scale, seem like a variation of one big musical theme. But even so, her each and every song manages to convey its special message. This album consists from 17 songs. They all create such an organic aura, that taking even one song away would make the whole atmosphere vanish.

To put it short, this album is the quintessence of mountain music: pure, primal, without any additives. Everything else, more complicated, is based on this music. So, here are the roots.

8/10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Lela Tataraidze – Samtsikhis Game (2004)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button