ისტორია

ადამიანი რომელმაც სტალინის გული გაალღო

გენერალისიმუსი იოსებ სტალინი გიჟურად იყო შეყვარებული თავის პირველ ცოლ კატო სვანიძეზე, მისი სიკვდილის შემდეგ იმდენად იყო გულგატეხილი, რომ თანამებრძოლები იარაღს უმალავდნენ, თავი რომ არ მოეკლა.
სტალინი ქართველ მეუღლეზე 1903 წელს ეკლესიური წესით დაქორწინდა, მიუხედავად მისი რწმენისა. მათი ქორწინება 15 ივლისის საღამოს რომანტიკულ გარემოში, მბჟუტავი სანთლების ფონზე მოხდა. კატომ მოგვიანებით გააცნობიერა რომ მისი მეორე ნახევრის ნამდვილი მეუღლე და ქალბატონი რევოლუცია იყო.
მოუხედავად ამისა, სტალინს უყვარდა ის, მოიხსენიებდა ძვირფასად და ლამაზად და ყოველთვის მოიხსენიებდა ადამინად, რომელსაც მისი გულის გალღბა შეეძლო.
ქართული და რუსული დეკლასიფიცირებული არქივების მიხედვით, 1907 წლის 22 ნოემბერს მხოლოდ 17 თვიანი ქორწინების შემდეგ კატო სტალინის მკლავებში გარდაიცვალა და მისი თვალებიც უკანასკნელად სოსომ დახუჭა. შეძრწუნებულმა მაინც მოახერხა მის ცხედართან საოჯახო ფოტოში გამოჩენილიყო, მაგრამ ამის შემდეგ ის განადგურდა.

სტალინი ქვითინებდა, რომ ვერ მოახერხა ის გაებედნიერებინა. ის იმდენად იყო სასოწარკვეთილი, რომ მეგობრებს მისი დატოვების ეშინოდათ საკუთარ მაუზერთან.
არქივში სტალინის სიტყვებს ვკითხულობთ: (ნათარგმნი)
“მივხვდი თუ რამდენ რამეს არ ვაფასებდი ცხოვრებაში. როცა ჩემი ცოლი ცოცხალი იყო, ზოგჯერ საღამოობით სახლში არ ვბრუნდებოდი, ვეუბნებოდი, თუ არ დავბრუნდებოდი არ ენერვიულა, თუმცა როცა ვბრუნდებოდი ვხედავდი რომ იჯდა და მელოდა. მთელი ღამეები ის მელოდა.”
სტალინის ბავშვობის მეგობარი და თანამებრძოლი წერს: “ვერავინ იჯერებდა რომ სოსო ასეთი გატეხილი იქნებოდა, დაკრძალვის ცერემონიალი იგივე ეკლესიაში ჩატარდა სადაც დაქორწინდნენ, ფერმკრთალი და ცრემლიანი სოსო მეგობარს იოსებ ირემაშვილს გახსნილ კუბოზე უთითებდა “ამ არსებამ”, “ჩემი ქვის გული გაალღო”. “ის მოკვდა და მასთან ერთად მოკვდა ჩემი უკანასკნელი თბილი გრძონობა კაცობრიობის მიმართ.”
იოსებ ირემაშვილი წერს, დაკრძალვაზე სტალინი კატოს ცხედართან იყო ჩამუხლული, კვნესოდა და მის გულზე უთითებდა, “აქ სიცარიელეა, აქ აუწერელი სიცარიელეა.”დატოვე კომენტარი

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button