ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: კორონავირუსი ბოლოს მოუღებს ნაღდ ფულს და ბანკებს ციფრულ ვალუტაზე გადასვლას აიძულებს

კორონავირუსის პანდემია აიძულებს ბანკებს მთლიანად უარი თქვან ნაღდ ფულზე და დააჩქარონ საკუთარი ციფრული ვალუტებისა (CBDC) და კრიპტო აქტივების დანერგვა. ამის შესახებ განაცხადა ფილიპინების უმსხვილეს ბანკ UnionBank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ბაუტისტამ Euromoney–სთან ინტერვიუში.

მისი აზრით ეპიდემიის გამო ნაღდი ფული ნაკლებად პოპულარული გახდა, ამიტომ ახლა ბანკებს აუცილებლად სჭირდებათ გაციფრულება.

„ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ის გახლავთ, რომ რაც უფრო დიდია შესვენება ბანკის სტანდარტულ სამუშაო პროცესში, მით უფრო სუსტდება ფულადი რესურსების მიწოდების ტრადიციული ჯაჭვი. ამიტომ მე ველი, რომ ბანკები უფრო მეტად ღია გახდება ციფრული ვალუტების, QR-კოდების ტესტირების, შემუშავებისა და დანერგვის, ასევე შესაძლოა კრიპტოვალუტებისა და ტოკენების გამოშვების საკითხებში“ – განაცხადა ბაუტისტამ.

ამასთან, UnionBank-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საბანკო სექტორის ასეთი ტრანსფორმაცია ბაზრის ყველა მონაწილისთვის სასარგებლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს UnionBank გახდა ქვეყანაში პირველი დაწესებულება, რომელმაც გამოუშვა საკუთარი Stablecoin-ი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button