პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შენ ზღვის პირად (ზღვას საღამო ედებოდა)

ზღვას საღამო ედებოდა მუქი,
შენ ზღვის პირად სჩანდი, როგორც შუქი.
მე პირველი მახსოვს შენი ნახვა:
გაოცება! მშვენიერი ზრახვა.
როგორც შორი ხომალდების ცქერა,
ვით პირველი გრძნობით გულის ძგერა,
ირხეოდა გამჭვირვალე რული
და მტკიოდა… და მტკიოდა გული.
იმ ხომალდებს სამუდამოდ გაჰყვა
გაოცება, მშვენიერი ზრახვა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button