რჩევები

თვალების ვარჯიშის 7 ხერხი კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ

თვალების კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი მოიცავს შემდეგ გამოვლინებებს: თვალის გადაღლილობასა და სიმშრალეს, თავის ტკივილებს, ტკივილებს კისრისა და სახსრების არეში. როგორც წესი, ეს დროებითი ხასიათის მოვლენებია, მაგრამ ბევრისთვის ზემოაღნიშნული ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან 3 და მეტ საათს ატარებს კომპიუტერთან. გთავაზობთ თვალების დაღლილობის მოსახსნელ რამოდენიმე ვარჯიშს. 

1. თვალების მასაჟი – ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით თვალის კაკლები ქუთუთოების მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ თვალის კუნთების მოშვებაში და დაძაბულობის მოხსნაში. დახუჭეთ თვალები და თითები მიაჭირეთ საფეთქლებს, შემდეგ გააღეთ თვალები და რამდენჯერმე მაგრად დახუჭეთ. სისხლის მიმოქცევა თვალებში დაიწყებს აღდგენას.

2. თვალების ვარჯიში – ასეთი ვარჯიშის ყველაზე მარტივი ხერხია დახუჭული თვალებით თვალების ტრიალი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით. ამის გარდა, 20 წამის განმავლობაში სცადეთ შორეული საგნის ყურებას, მაგალითად ფანჯრის მიღმა განლაგებულ ობიექტს, შემდეგი 20 წამი – ახლო საგანს, მაგალითად საკუთარი ხელის დიდ თითს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ვარჯიში .

3. პალმინგი – თვალის ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თვალები დაიფარეთ ხელის გულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5 წუთი. ეს ვარჯიში გააკეთეთ რეგულარულად.

4. მიიღეთ მოცვი – მოცვის სასარგებლო თვისებები მხედველობისთვის დიდი ხანია ცნობილი. საუკეთესო ეფექტი, რა თქმა უნდა, გააჩნია ახალ ან გაყინულ მოცვს, მაგრამ შეიძლება გამოიყენოთ ბადებიც, რომლები შეიცავენ მოცვს.

5. ძილის წინ წაისვით ქუთუთოებზე ნატურალური თაფლი – ეს ხელს უწყობს თვალის კუნთების გათბობას და რელაქსაციას.

6. მიიღეთ ახლადდაწურული სტაფილოს წვენი – სტაფილოს ფრეშის რეგულარული მიღება ხელს უწყობს თვალების გაძლიერებას.

7. გამოიყენეთ დინდგელი – თვალების დაავადებების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება დინდგელი, ვინაიდან მას გააჩნია ანთებითსაწინააღმდეგო მოქმედება. თვალების დაავადებების დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ წვეთები დინდგელით ან მასზე დამზადებული მალამოები.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button