ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

პორტატული 4K-მონიტორი Desklab, რომელიც გრაფიკულ პლანშეტად გარდაიქმნება

ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლე – პორტატული მონიტორი Desklab, რომელიც, როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოწყობილობაა თავის კატეგორიაში. 

მონიტორის მატრიცა 4K ფორმატისაა: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, დისპლეის ზომაა 15.6 დუიმი დიაგონალზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2, კონტრასტულობა – 1200:1. ხედვის კუთხე 178 გრადუსს აღწევს.  

მონიტორ Desklab-ს  სენსორული მართვის მხარდაჭერა აქვს. ამასთან დისპლეიზე ზემოქმედება შესაძლებელია როგორც თითით, ასევე სპეციალური ელექტრონული ფანქრის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მონიტორი გრაფიკული პლანშეტის სახით გამოიყენოს. 

მაგნიტური სადგამი საშუალებას იძლევა მონიტორი მოსახერხებელი კუთხით განთავსდეს. იგი ეკრანს ასევე იცავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან. 

თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხელს უწყობს ტექნოლოგიები Low Flicker და Low Blue Light: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და მომხმარებელს იცავს მისი ზეგავლენის გვერდითი ეფექტებისგან. 

image.jpeg

მონიტორი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით, აქვს ინტერფეისები USB Type-C, mini HDMI და Micro-USB. მოწყობილობა 595 გრამს იწონის.  

მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმებში. ინტეგრირებული აკუმულატორი უზრუნველყოფს კვებას ქსელის გარეშე და საშუალებას იძლევა დაიმუხტოს სხვა გაჯეტები.  

Desklab-ის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 399 აშშ დოლარად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button