Hi-Techთამაშებიკომპიუტერული ტექნოლოგია

ცნობილი გახდა Xbox Series X-ისთვის განკუთვნილი ცამეტი თამაში

Xbox-ის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება: „ყოველი თამაში, რომელსაც ხვალ Inside Xbox-ზე იხილავთ, ოპტიმიზირებული იქნება Xbox Series X-ისთვის. სპოილერები –  თქვენ ხშირად დაინახავთ ამ ნიშანს“. 

მაშ ასე, ცნობილია ჩამონათვალიდან პირველი ცამეტი თამაში: 

  1. Assassin’s Creed Valhalla (Ubisoft) 
  1. Bright Memory Infinite (FYQD-Studio) 
  1. Call of the Sea (Out of the Blue) 
  1. Chorus (Deep Silver Fishlabs) 
  1. DiRT 5 (Codemasters) 
  1. Madden NFL 21 (EA Tiburon) 
  1. Scarlet Nexus (Bandai Namco Entertainment) 
  1. Scorn (Ebb Software) 
  1. Second Extinction (Systemic Reaction) 
  1. The Ascent (Neon Giant) 
  1. The Medium (Bloober Team)  
  1. Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 (Hardsuit Labs) 
  1. Yakuza: Like a Dragon (Ryu Ga Gotoku Studio) 

წარმოდგენილი ლოგოტიპი, რომელიც კიდევ უამრავ გაუხმაურებელ პროექტში ფიგურირებს, იმაზე მიგვითითებს, რომ დეველოპერებმა განახორციელეს აუცილებელი ოპტიმიზაცია თამაშების სიჩქარის გაუმჯობესებისთვის კონსოლის მაქსიმალურ სიმძლავრემდე, რაც 12 TFLOPS-ს შეადგენს. ოპტიმიზაციაში მოიაზრება 4K ფორმატის მხარდაჭერა, 120 კადრამდე სიჩქარე, აპარატული რეითრეისინგი და სწრაფი NVMe ჩატვირთვა. ამჟამად სტუდიების კოლოსალური რაოდენობაა ჩართული სამომავლო Title-ებზე მუშაობაში, რომლებმაც Microsoft-ის ჩანაფიქრის მიხედვით კარგად უნდა გაყიდოს Series X გამოშვებისთანავე. ახალი კონსოლის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსკენ, არსებული ცნობებით XBSX სერიოზულ კონკურენციას გაუწევს PS5ს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button