ამონარიდებიგამონათქვამები

აკუტაგავა რიუნოსკე – გამონათქვამები

“გონებას ყოველთვის რომ მივსდიოთ, აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე”.

“ყველაზე ხშირად ვამაყობთ იმით რაც არ გვაქვს”.

“ტყიული, – ეს გუშინდელი სიმართლეა”.

“სინდისი მკაცრი ხელოვნებაა”.

“ქორწინება სასარგებლოა გრძნობათა დასაოკებლად, მაგრამ სიყვარულის დასაოკებლად იგი უძლურია”.

“მემკვიდრეობა, გარემო, შემთხვევითობა – აი ის სამი რამ რაც მართავს ჩვენს ბედს”.

“სინდისი არ ვლინდება ასაკის მიხედვით, როგოც წვერები. სინდისის შესაძენად საჭიროა გარკვეული გამოცდილება”.

“ძლიერი გადადის მორალის ზღვარს, სუსტი ეფერება მორალს, ხოლო ის ვინც მისდევს მორალს ყოველთვის დგას ძლიერსა და სუსტს შორის”.

“ბედისწერა გარდაუვალია ვიდრე შემთხვევითობა. ბედისწერა ადამიანის ხასიათში დევს”.

“ადამიანური, გაცილებით ადამიანური – უმრავლეს შემთხვევაში ცხოველური”.

„ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა – საშიში“.

“ყველაზე მძიმე დასჯაა, როცა არ გსჯიან”.

“ხელოვნება ყოველთვის რისკია”.

“შესაძლოა სინდისი მორალის წყაროა, მაგრამ მორალი არასოდეს ყოფილა წყაროდ იმისა, რასაც სინდისის მიხედვით სიკეთედ თვლიან”.

“ძლიერ ადამიანს არ ეშინია მტრების, სამაგიეროდ ეშინია მეგობრების.”

“პროზას ლიტერატურაში ადგილი უკავია მხოლოდ და მხოლოდ მასში შემავალი პოეზიის ხარჯზე”.

“დესპოტს რომ დესპოტი უწოდო, ყოველთვის მოიცავდა საშიშროებას. დღევანდელ დღეს კი უფრო საშიშია მონას უწოდო მონა”.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button