საინტერესოსხვადასხვა

შვეიცარიაში კიბოსნაირთა ცოცხლად მოხარშვა აიკრძალება

კიბოსნაირნთა სხვადასხვა სახეობა დელიკატესად მიიჩნევა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს თითმის ყველა ქვეყანაში. წესისამებრ, მისი მომზადებისას კიბორჩხალას ადუღებულ წყალში ცოცხლად აგდებენ და ხარშავენ. შვეიცარიაში მისი მომზადების ტრადიცია მარტის თვიდან შეიცვლება.

1 მარტიდან შვეიცარიაში ძალაში შევა კანონი, რომელიც კიბოსნაირთა ცოცხლად მოხარშვას აკრძალავს. მოზადების ეს წესი ამ ქვეყანაში არაჰუმანურად იქნა მიჩნეული, სწორედ ამიტომაც მიღებულ იქნა შესაბამისი რეგულაცია.

შვეიცარია, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონსტიტუციაში “ცხოველთა ღირსების” დამცველი დებულებაა შეტანილი.

მიღებული კანონით შვეიცარელ მზარეულებს მოუწევთ ჰუმანურად, ელექტრო შოკით ან დანის თავში ჩარტყმით გათიშონ კიბოსნაირი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხარშონ.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button