თამაშები

Silent Hill გახდება PS5-ის „ექსკლუზივი“ – თამაში დაანონსდება PlayStation 5-ის თამაშების პრეზენტაციაზე

Silent Hill-ის ოფიციალური Twitter-გვერდის გახსნა რეალური ნაბიჯია და არა ყალბი ინფორმაცია, თამაშის შესახებ სამომავლო სიახლეები სწორედ აქ გამოქვეყნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Silent Hill-ის ხელახალი გამოშვების წარდგენა შედგება აგვისტოს დასაწყისში, PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი მორიგი ონლაინ-პრეზენტაციის ფარგლებში. 

image.jpeg

თარგმანი: ატმოსფერო – ეს ყველაფერია, Dead by Daylight იწვევს შიშს, Silent Hill -ის დამთრგუნველი ატმოსფერო სქრინშოტებზე 

ანონსის ძირითადი დეტალები: 

  • თამაშს ქმნის Sony Japan Studios და იგი ექსკლუზივი იქნება PS5-ისთვის; 
  • 2019 წელს იაპონიაში დაიწყო მუშაობა ახალ Silent Hill-ზე; 
  • თამაშის მთავარი დეველოპერია კეიტიირო ტოიამა, ორიგინალი Silent Hill-ისა და Siren-ის ავტორი. მუსიკას წერს აკირა იამაოკო, არტით კი დაკავებულია მასაჰირო იტო. მოკლედ, Silent Hill 5-ს ქმნის სერიის ორიგინალი გუნდი. 
  • თამაშს უკვე აქვს დემო. მას საზოგადოებას წარუდგენენ ანონსის შემდეგ, რომელიც მალე შედგება. 
image.jpeg

ბოლო თვეებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Konami-ს სურს Silent Hill-ის სერიის მსუბუქი გადატვირთვა, რომელსაც დაერქმევა უბრალოდ „Silent Hill“. ცნობილია, რომ სერია ხელახლა გააცნობს და საშუალებას მისცემს როგორც ახალ, ასევე ძველ მოთამაშეებს დატკბნენ თამაშით ისე, რომ სერიების გასული მოვლენების შესახებ არ იცოდნენ. 

image.jpeg

ღონისძიება შედგება 6 აგვისტოს და მისი მსვლელობისას დასახელდება PlayStation 5 კონსოლის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button