ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ლარი ჩერმაკი ასახელებს მომხმარებლებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ რეგულირებად ბირჟებს

The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა გააანალიზა 20 წამყვანი კრიპტოსავალუტო ბირჟის სავაჭრო საკომისიოები, რათა განესაზღვრა რომელია მომხმარებლებისთვის ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე იაფი მათგანი. 

ბირჟები მოსაკრებელს იღებენ გამყიდველებისა (მეიქერები) და მყიდველებისგან (თეიქერები). ამ უკანასკნელებზე დაკისრებული საკომისიო უმეტესად მაღალია, გამყიდველებს კი ხშირად საერთოდ არ ეკისრება საკომისიო – აცხადებს ანალიტიკოსი.  

ბირჟები, როგორც წესი, მოსაკრებლის ოდენობას აწესებენ მომხმარებლის წინა თვის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. ზოგიერთ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები საკომისიოზე იმის მიხედვით, თუ რა მოცულობისაა დეპოზიტი საბირჟო ტოკენებში. 

ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალსიწინებით ჯამში ყველაზე იაფი ბირჟები აღმოჩნდა Binance US, FTX, OKCoin და Poloniex. 

საცალო ტრეიდერებისთვის (თვეში 10 ათას აშშ დოლარიანი მოცულობის ბრუნვა) მოსაკრებლის მხრივ ყველაზე მომგებიანია პლატფორმა FTX. Coinbase, bitFlyer EU, Bitstamp და Gemini კი აღმოჩნდნენ ყველაზე ძვირადღირებული ბირჟები ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის. 

ვითარება განსხვავებულია სხვა კატეგორიის ტრეიდერებისთვის. ანალიტიკოსმა გამოყო კიდევ სამი ყოველთვიური სავაჭრო მოცულობა: 1 მლნ აშშ დოლარი, 10 მლნ აშშ დოლარი და 100 მლნ აშშ დოლარი (ინსტიტუციონალური დონე). ამ უკანასკნელთათავის Coinbase და Gemini უკვე არ წარმოადგენს ძვირადღირებული მოსაკრებლის მქონე ბირჟებს. 

ბირჟა ItBit ერთადერთია, რომელიც ყველა დონის მყიდველებს სთავაზობს ფასდაკლებას, გამყიდველებისთვის კი იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ყველა კატეგორიაში. 

image.png

ბირჟების საკომისიოს ჩამონათვალი იაფიდან  (1) ძვირისკენ (20) 

ადრე ჩერმაკმა გააანალიზა ბირჟებზე ლიკვიდურობის სიღრმე. მისი დონე USD/BTC წყვილში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა Bitfinex-ის შემთხვევაში, მას მოსდევდა Kraken და Bitstamp. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button