ავტომობილიახალი ამბები

ილონ მასკი: Tesla Cybertruck-ს ცურვაც შეუძლია, ოღონდ ცოტა ხნით

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ს „გარკვეული დროით ცურვის“ შესაძლებლობაც ექნება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს გადალახოს მცირე არხები მანქანის დაზიანების გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკი უკვე დიდი ხანია ფრთხილად, მაგრამ მაინც აქებს თავის სატრანსპორტო საშუალებას და განიხილავს მას, როგორც „ნავის მოვალეობის შემსრულებელს“ დროის მოკლე მონაკვეთში.

რამდენიმე წლის წინ რესურს Electrek-მა განაცხადა, რომ Tesla Model S-მა გაიარა დატბორილი გვირაბი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მაშინ მასკმა განაცხადა: „ჩვენ არ ვიძლევით მსგავსი რამის გაკეთების რეკომენდაციას, თუმცა Model S საკმაოდ კარგად „ცურავს“ და მცირე დროით შესაძლებელია მისი, როგორც ნავის გამოყენება. გაწევა საბურავების ბრუნვის მეშვეობით ხდება“. მასკმა თქვა, რომ ელექტრომობილების ნაწილი, სადაც აკუმულატორია განთავსებული, სრულიად ჰერმეტულია და მანქანას გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია წყალში გადაადგილება.

ილონ მასკი გონიერი მარკეტოლოგია. ელექტრომობილის ავტომობილ-ამფიბიად გადაქცევის უნარმა მფლობელებს თავდაჯერებულობა და ნდობა შესძინა მისი კომპანიის ელექტრომობილების მიმართ.

როდესაც თევზაობის ერთ-ერთმა მოყვარულმა მასკს ჰკითხა, შეუძლია თუ არა Tesla Cybertruck-ს მდინარის გადალახვა რაიმეს დაზიანების გარეშე, მან თავდაჯერებულად უპასუხა: „დიახ, იგი გარკვეული დროის მანძილზე ცურვასაც შეძლებს“. მასკმა ასევე პირობა დადო, რომ Cybertruck-ს ექნება სითბური (თერმო) ტუმბო ისევე, როგორც Model Y-ს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button