გამოგონებამეცნიერება

ადამიანის სისხლის პლაზმის ინექციებით თაგვები გაახალგაზრდნენ

ბოლო დროს ორგანიზმის არა გარეგან, არამედ შინაგან გაახალგაზრდავებაზე  საუბარი სულ უფრო აქტუალური ხდება. როგორც ცნობილია გარე ვიზუალური გაახალგაზრდავება მიიღწევა სხვადასხვა ინექციებითა და ოპერაციებით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ყურადღების ცენტრში შინაგანი გაახალგაზრდავება მოექცა. მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტებს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მაგრამ კომპანია Alkahest  რამდენიმე სხვა მიმართულებით წავიდა და ცდებს (ჯერჯერობით თაგვებზე) სისხლის პლაზმის გამოყენებით ახორციელებს.

ეს ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როდესაც ექიმმა ტონი ვისს-კორეიმ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მან და მისმა გუნდმა მოახერხეს მღრნელების გაახალგაზრდავება. მათ გამოსაცდელ მღრნელებს მათზე ახალგაზრდა თაგვების სისხლის პლაზმა შეუყვანეს და შედეგიც მიღწეული იქნა. მეცნერები მიღებულ შედეგს არ დაჯერდნენ და მუშაობა კვლავაც განაგრძეს, მცირე ხნის წინ კი განაცხადეს, რომ მოპოვებული წარმატება გაუმჯობესებულია, ადამიანის სისხლის პლაზმის გამოყენებით. როგორც კვლევის ავტორები ირწმუნებიან უკანასკნელი ექსპერიმენტის შედეგად მღრნელებს გაუუმჯობესდათ მეხსიერება და ფიზიკური აქტივობა.

“აღებული და შეყვანილი იქნა 18 წლის ახალგაზრდა ადამიანების სისხლის ნიმუშები ერთწლიანი თაგვების ორგანიზმში. მღრნელების ეს ასაკი 50 წლის ადამიანის ასაკს შეესაბამება. ექსპერიმენტამდე აღნიშნულ ცხოველებში დაწყებული იყო სიბერის ნიშნების გამოვლინება: გაუარესებული ჰქონდათ მეხსიერება, მოძრაობა – შენელებული. პლაზმის ინექციების შეყვანა კვირაში 2 ჯერ ხდებოდა. სამი კვირის შემდეგ ჩატარდა ტესტირება. გაუმჯობესება ნამდვილად შესამჩნევი იყო: თაგვებს, რომლებსაც სისხლის პლაზმის ინექციები გაუკეთეს, უფრო აქტიურები გახდნენ, მათი ქცევები უფრო ახალგაზრდა თაგვების ქცევებს შეესაბამებოდა. მეხსიერების ტესტირების შეფასებისას, მათ გაცილებით მაღალი მაჩვენებელი მიიღეს, ვიდრე იმ თანატოლმა მღრნელებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ ინექცია გაკეთებული”.

ამის შემდეგ მეცნიერებმა გამოიკვლიეს თაგვების თავის ტვინები.  კვლევით დადგინდა, რომ ცხოველების ჰიპოკამპში ახალი ნეირონები გაჩნდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში გაახალგაზრდავების ეს მეთოდი ადამიანებზეც იქნება გამოყენებული.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button