პოეზია

ჯაბა გორგილაძე – ჩემს ქალაქში

ჩემს ქალაქში

წვიმს, ბათუმი ტირის_
დეკემბერი ქმნის პეიზაჟს ამგვარს.
შორით მოჩანს მხოლოდ ერთი ტივი.
მოგიყვებით ამბავს:

ეს, ქალაქი ცივი_
დეკემბერი ქმნის პეიზაჟს ამგვარს.
ტივზე იჯდა ასაკს ამოცლილი
ემოციით მაგარს_

აღარ ჰქონდა ემოციის ძალა,
იჯდა მარტო, ანკესს მოდრეკილი
თან წაიღო ზღვის სიღრმისკენ ქარმა.

იჯდა ტივზე, ტივი ზღვაში.
ზღვა მღელვარე წლების ზღვარი.
წვიმს, ბათუმი ტირის.
აღარ მოსჩანს ტივი.

ქარი ქრის და ქარი
ფიფქებს ფანტავს ისე….
რაღაც ეს ზამთარი,
ვეღარ მახალისებს.

ჩემს ბათუმში სითბო,
ზღვაში იჯდა ტივზე,
აღარ მოსჩანს ტივი
და ვწერ ნეგატივზე!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button