ახალი ამბებიდანაშაულიინტერნეტი / სოც მედია

Facebook 5 მლრდ დოლარით დაჯარიმდა

სოციალურ ქსელ Facebook-იდან მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შემთხვევების შესახებ არაერთხელ გახდა ცნობილი, უმეტესად მსგავსი სიტუაციები გამოწვეული იყო პროგრამული უზრუნველყოფის არასრულფასოვნების გამო. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საკმაოდ რთულია რამდენიმე მილიარდი მომხმარებლის ინფორმაციის შენახვა და თანაც მონაცემების უსაფრთხოების გარანტირება. თუმცა მორიგმა სკანდალმა გამოავლინა, რომ საქმე მდგომარეობდა არა მარტო პროგრამული უზრუნველყოფის არასტაბილურ მუშაობაში, არამედ კონფიდენციალური მონაცემების მიზანმიმართულ გაჟონვაში, რომლის მიზანსაც დამატებითი შემოსავლის მიღება წარმოადგენდა.

შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს Facebook-მა კომპანია Cambridge Analytica-ს წვდომა მისცა თავისი სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე. უფრო მეტიც, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, Cambridge Analytica აქტიურად იყენებდა მიღებულ მონაცემებს სტატისტიკურ სამუშაოებსა და საკუთარი სერვისების ალგორითმების გაუმჯობესებაში. ბრალდების სრულად დამტკიცების შემდეგ ფედერალურმა კომისიამ Facebook-ს 5 მლრდ დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

როგორც ცნობილია, ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი ოდესმე ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუკისრებიათ. ისიც საინტერესოა, რომ Facebook-ისთვის ეს რიგით მეორე ჯარიმაა. მომხარებლები და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ღონისძიებების შედეგად Facebook უფრო ფრთხილად მოეკიდება კონფიდენციალურ მონაცემებს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button