საბავშვოსაზოგადოებასაქართველოწიგნები

ყველაფერი კორონავირუსის შესახებ – უფასო ილუსტრირებული წიგნი ბავშვებისთვის

„სულაკაურის გამომცემლობამ“ ბრიტანული გამომცელობა Nosy Crow-სგან კორონავირუსის შესახებ საბავშვო ელექტრონული წიგნის ქართული გამოცემის ლიცენზია მოიპოვა. ელექტრონული წიგნი ბავშვებისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი. მისი ტექსტი ექიმებთან, ბავშვთა ფსიქოლოგებთან და მასწავლებლებთან კონსულტაციით შეიქმნა და ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ქართული გამოცემის კონსულტანტები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. „სულაკაურის გამომცემლობა“ინტერნეტის საშუალებით წიგნს უფასოდ ავრცელებს.

საბავშვო გამოცემა საკვანძო კითხვებს მარტივი, 5-9 წლის ბავშვებისთვის გასაგები ენით პასუხობს:

  1. რა არის კორონავირუსი?
  2. როგორ გვემართება კორონავირუსი?
  3. რა მოხდება, თუ კორონავირუსი დაგვემართება?
  4. რატომ ეშინიათ კორონავირუსის?
  5. როგორ იკურნება კორონავირუსი?
  6. რატომაა დაკეტილი ბევრი ისეთი ადგილი, სადაც ადრე დავდიოდით?
  7. როგორ დავეხმაროთ სხვებს?
  8. რა მოხდება მომავალში?

„ბავშვებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება ყოველთვის მნიშვნელოვანია და არასდროსაა მარტივი. თუმცა არსებული რეალობა და ის ფაქტორი, რომ თავად უფროსებიც დაბნეულები ვართ, კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. ბევრ მშობელს უჭირს ამ მდგომარეობის ბავშვებისთვის ახსნა და მათი უმეტესობა შეშინებული და დაძაბულია. ხშირად ვერ პოულობენ სწორ სიტყვებს, რომლებიც მაქსიმალურად მარტივად ახსნის არსებულ რეალობას და ბავშვს დაამშვიდებს. სწორედ ამ მიზნით გამოიცა „კორონავირუსი“ – 5-9 წლის მოზარდებისთვის შექმნილი ილუსტრირებული წიგნი, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე ხსნის იმ პრობლემას, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას “. – განმარტავს გამომცემლობა „Nosy Crow“, რომელმაც წიგნი სულ რამდენიმე დღის წინ გამოსცა, ხოლო ამიერიდან ის პატარა ქართველი მკითხველებისთვისაც ხელმისაწვდომია.

წიგნის წაკითხვა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე გამომცემლობის საიტებზეა შესაძლებელი: www.sulakauri.ge და www.sulakauri.edu.ge

PDF წიგნის მისამართი: https://scroll.ge/wp-content/uploads/2020/04/koronavirusi.pdf

გთავაზობთ ქართულ ენოვან წიგნს:

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button