კომიქსებისაკითხავი

ჯორჯ მარტინის წერილი სტენ ლის (1960-იანი წლები)

1960-იან წლებში, დიდი ხნით ადრე, ჯორჯ მარტინი, სანამ XXI საუკუნის შედევრს „ცეცხლისა და ყინულის სიმღერას“ (Game of Thrones) დაწერდა, ერთი ჩვეულებრივი სათვალეებიანი და წვერებიანი ნერდი იყო, რომელიც კვირიდან კვირამდე კომიქსების კითხვით იყო დაკავებული და ამ სფეროში იმდენად გაცნობიერდა, რომ თვით დიდ სტენ ლის წერილი მისწერა და რამდენიმე რჩევა მისცა. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:
„ძვირფასო სტენი და დორი,

მას შემდეგ რაც მივიღე და წავიკითხე „ფანტასტიკური ოთხეულის“ 32-ე და „შურისმაძიებლების“ მე-9 ნომერი, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ორივე მათგანი ბრინჯაოში ჩამოვასხა და ჩემი ოთახის შუაგულში პედესტალზე დავდგა. მიუხედავად იმისა, რომ „ფანტასტიკური ოთხეული“ „მსოფლიოს საუკეთესო კომიქსის ჟურნალია“, ამ ეტაპზე უნდა ვაღიარო, რომ „შურისმაძიებლები“ ოდნავ უფრო კარგი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ „ფანტასტიკური ოთხეული“ თავის სიმაღლეზე არ დგას, თუმცა „შურისმაძიებლები“, ასე ვთქვათ, უფრო სუნთქვისშემკვრელი იყო. ძალიან მაგარი ამბავი. სიტყვები არ მყოფნის. სწრაფმა ექშენმა, ძლიერმა პერსონაჟებმა და საშინელმა ფინალმა კიდევ მეტი ემოცია შემატა და კომიქსი უფრო მაღალ კლასში აიყვანა.  სტენ, შე ძველო, შეგიძლია თქვა, რომ შენმა კალამმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა. და ეს არტი! ყოველთვის მომწონდა დონ ჰეკის ნამუშევარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან საკუთარ თავსაც კი აჯობა. 

სტენ ლი, ამერიკელი კომიქსების ავტორი,
Marvel-ის ყოფილი პრეზიდენტი

ჰეკის და აიერსის გუნდი „შურისმაძიებლების“ მუდმივ არტისტებად უნდა აქციო. დამატებითი კომენტარი რამდენიმე საკითხზე – შენ გვეკითხები, თუ რომელი ვილანები დააბრუნო. ჰო და მე ვფიქრობ, რომ პერსონაჟები, რომლებიც ღირსნი არიან გახდნენ „ფანტასტიკური ოთხეულის“ მუდმივი ვილანები, არიან Namor, Doc Doom, Hulk და Red Ghost. დანარჩენები, როგორიცაა Hate Monger და Molecule Man, ძალიან მაგრები იყვნენ, როცა პირველად გამოჩნდნენ, თუმცა მათი დაბრუნება არ ღირს, რადგან გააფუჭებენ პირველი ამბის შთაბეჭდილებებს. სხვებმა, როგორებიცაა Thinker, Puppet Master, Moleman და Diablo, დაიმსახურეს, რომ სამუდამო დაივიწყონ. ეს ოთხი არის ყველაზე სუსტი ვილანი, რომლებიც ოდესმე შეგიქმნია და ცოტა ირონიულია, რომ ეს ოთხი „ფანტასტიკური ოთხეულში“ მოხვდა, რომელიც შენი საუკეთესო გამოცემაა. ისიც მართალია, რომ ოთხივე ძალიან მაგარ ამბებში გვხვდებოდა, თუმცა ეს მთლიანად არის სტენ ლის  გასაოცარი წერითი ნიჭის დამსახურება, რომელსაც შეუძლია შექმნას ძლიერი ამბავი სუსტი ვილანებით. გთხოვ, რომ რასაც არ უნდა აპირებდე, ეს ოთხი არ დააბრუნო. ამის ნაცვლად ვისურვებდი, რომ „ფანტასტიკური ოთხეული“ ებრძოდეს შენი სხვა ამბების ისეთ ვილანებს, როგორიცაა Blob, Doc Ock, Sandman და Mandarin. 
ჯორჯ რ. რ. მარტინი36 E. First St. Bayonne, N. J. 07002 “

ახალი „ფანტასტიკური ოთხეულის“ ტრეილერი
ქართველი მაყურებელი მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე (კოინოთეატრების ანონსის მიხედვით) იხილავს „შურისმაძიებლების“ სიქველს – “შურისმაძიებლები: ალტრონის ერას“. რაც შეეხება ახალ „ფანტასტიკურ ოთხეულს“, მისი მსოფლიო პრემიერა 2015 წლის აგვისტოში შედგება.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button