ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ტექნიკური ანალიტიკოსი: მოკლევადიანი “Altcoin-ების სეზონის“ შემდეგ Bitcoin-ი 18 ათას აშშ დოლარს მიაღწევს

კრიპტო ტრეიდერი Michaël არ გამორიცხავს, რომ პირველმა კრიპტოვალუტამ უკვე დაიწყო სვლა 18 ათასდოლარიანი ნიშნულისკენ. 

მისი დაკვირვებით, ბაზრის დინამიკა იმ ვითარების მსგავსია, რომელიც 2016 წლის იანვარში ფიქსირდებოდა. 

„თუკი ეს ასეა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წინ გველის სამი თვე Altcoin-ების დაუჯერებელი არასტაბილურობით BTC-ის ჰალვინგის წინა პერიოდში. ამ დროს მისი სამიზნე 18 ათასი აშშ დოლარი იქნება“ – ასეთ მოსაზრებას გვიზიარებს Crypto Michaël. 

იმისი თქმით ფასმა გადალახა მნიშვნელოვანი ნიშნული  – 8600 აშშ დოლარი და წინააღმდეგობის უახლოესი დონე ამჟამად 9 ათასი აშშ დოლარია. 

„მისი გადალახვის შემდეგ მომდევნო მიზნები იქნება 9400 და 9900 აშშ დოლარი“ –  აღნიშნა ანალიტიკოსმა. 

image.jpeg

მეორე ცნობილი ექსპერტი – ჯოშ რეიჯერი დარწმუნებულია, რომ მალე მხარდაჭერის დონე გახდება 10 100 აშშ დოლარიანი ნიშნული, რომლის ირგვლივაც თავმოყრილი იქნება მნიშვნელოვანი მოცულობა. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლის შემდეგ ციფრული ოქრო ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზრდება. 

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Crypto Michaël-მა გამოხატა რწმენა იმის შესახებ, რომ Bitcoin მიაღწევდა 9500 აშშ დოლარიან მაჩვენებელს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button