საკითხავიფლორა & ფაუნა

ცხოველების დაცვის პარტიები ევროპაში

ცხოველების პარტია – პოლიტიკური ორგანიზაცია ნიდერლანდებში რომლის იდეოლოგიაც ცხოველების უფლებების და გარემოს დაცვაა ეს ჯგუფი სენატში 2 კაცითაა წარმოდგენილი და დაარსდა 2002 წელს. პარტიამ დაარსებიდან 1 წელში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში სადაც 47,754 ხმა მიიღო და 0.5%-ით ვერ მოხვდა პარლამენტში შემდგომში ამ პარტიისთვის წარმატებული ეტაპი დაიწყო და 2006 წელს გამართულ არჩევნებში მათ 179,988 ხმა და 1.8% მიიღეს რითიც პარლამენტში შევიდნენ ამ დროიდან მოყოლებული გაიზარდა მათი მხარდამჭერების რაოდენობა 2010 წელს მათ კვლავ გადალახეს ბარიერი მიიღეს 122,317 ხმა რამაც 1.3% შეადგინა და კვლავ 2 მანდატი მიიღეს ბოლო 2012 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი 182,162-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი რაც ამ პარტიის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია ამ ხმების რაოდენობით მათ კვლავ 2 ადგილი მოიპოვეს სენატში. მსოფლიოში არსებობს ცხოველების დაცვის ბევრი პარტია მაგრამ ცოტა თუ აღწევს წარმატებას ამ წარმატებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორისაა. ნიდერლანდების ცხოველების პარტია რომლის მხარდამჭერების რაოდენობაც წლიდან-წლამდე იზრდება ჰოლანდიელი ცხოველთა დამცველები ასევე წარმოდგენილნი არიან ევროპარლამენტში 1 კაცით და პროვინციების პარლამენტში 18 მანდატით. ცხოველების პარტია გაწევრიანებულია იმ ჯგუფში სადაც ევროპის ცხოველთა დაცვის 7 პარტიაა გაერთიანებული.

a2967f7fea9b

ცხოველების კეთილდღეობის პარტია – გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი რომელიც დაარსდა 2006 წელს და იბრძვის ცხოველების უფლებების დასაცავად. ცხოველების კეთილდღეობის პარტიას ბრიტანეთის მაშტაბით ყავს დაახლოებით 10 000-დან 20 000-მდე მხარდამჭერი მათ ბოლოს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში რომელიც 2014 წელს იყო მიიღეს 21,092 და 0.96% რითიც ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვეს ბრიტანეთის არჩევნებში კი რომელიც 2015 წელს ჩატარდა საერთო ჯამში კანდიდატი ჰყავდათ 4 დასახლებულ პუნქტში სადაც საერთო ჯამში 740 ხმა მოიპოვეს და დაბალი მაჩვენებლით ვერ მიაღწიეს ვერანაირ წარმატებას. მიუხედავად დაბალი რეიტინგისა ისინი მაინც იბრძვიან ცხოველთა უფლებების და კეთილდღეობისთვის ისინი არიან ასევე ევროპის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო პოლიტიკური ჯგუფის წევრი სადაც 7 პარტია ერთიანდება.

33380d02af2d

ცხოველური პარტია ცხოველების ცუდად მოპყრობის წინააღმდეგ – მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი ესპანეთში რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს და მოღვაწეობს საკმაოდ აქტიურად ისინი დაარსდნენ 2003 წელს. პარტიას ყავს მრავალ რიცხოვანი მხარდამჭერთა არმია რომელიც აწყობს გამოსვლებს მათ შორის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ქუჩებში. ცხოველური პარტია ცხოველების ცუდად მოპყრობის წინააღმდეგ ასევე არის ევროპის 7 ამდაგვარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ორგანიზაციის წევრი. ესპანეთის რეგიონებში ეს პოლიტიკური ორგანიზაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს რაც კატალონიის და ანდალუზიის წინა წლების არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლების ხმების მიხედვით ეს პარტია დაარსების დღიდან აქტიურად მოღვაწეობს.

17f6f50ad1d7

ხალხი – ცხოველები – ბუნება – პოლიტიკური ორგანიზაცია პორტუგალიაში რომელიც დაარსდა 2009 ხოლო აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 2011 წელს პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა პირველად 2011 წელს მიიღო სადაც მხარი 57,849 ამომრჩეველმა დაუჭირა რამაც 1.0% შეადგინა ამ ხმებით ისინი ვერ მოხვდნენ პარლამენტში ბოლოს 2015 წელს გამართულ არჩევნებში კი მათ 75,140 ხმა მიიღეს დააგროვეს 1.4% პროცენტი და პარლამენტში 1 კაცით შევიდნენ. ხალხი – ცხოველები – ბუნება არის იმ ევროპული გაეთიანების წევრი სადაც 7 ცხოველთა დაცვის პარტიაა წარმოდგენილი. ევროპარლამენტის 2014 წელს გამართულ არჩევნებში პარტიამ 56,363 ხმა მიიღო დააგროვა 1.7% და ვერცერთი მანდატი ვერ მიიღო. პორტუგალიელების დიდი ნაწილი სწორედ ამ ორგანიზაციას უჭერს მხარს რაც პარლამენტში მათი შესვლითაც დადასტურდა.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button