National Geographicბუნება & სამყაროგართობასურათები

უბრალოდ ლამაზი ფოტოები National Geographic-ისგან

გედი ვაიომინგის ტბაში. ლურჯი ფერი ითვლება ცივ ფერად. როცა სცენაზე ლურჯი ფონი ჭარბობს, ჟრჟოლას გვგვრის. მაგრამ წითლის ან ყვითლის ერთმა ნაკადმა შეიძლება შეარბილოს და ჩვენი რეაქციაც შეცვალოს.


ჩვამა (ბაკლანი). ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მზის ჩასვლისას ცას განსაკუთრებული ელფერი ეძლევა. თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც მაშინაა, როცა ჩამავალი მზის სხივები ყველაზე ნათელ იერს აძლევენ ცას.


ნიუ-იორკის ჰორიზონტი. ცუდ ამინდში მშვენიერი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით ეს ეხება ქარბუქსა და თავსხმა წვიმას, ელვასა და ჭექა-ქუხილს, როცა გარემო ნისლში ეხვევა.


შავი ძაღლი. როცა უკანა ფონი ყურადღების გადამტანია, ფოტოგრაფები ხშირად ამოჭრიან მას, რომ მნახველმა ყველაზე მნიშვნელოვან რამეს მიაქციოს ყურადღება. ამ შემთხვევაში ეს არის საყვარელი შავი ლეკვი და მისი სევდიანი თვალები.


ელვა ნებრასკაში. ფერი ხშირად განსაზღვრულ ემოციას აღძრავს. ამ შემთხვევაში აივნის ცივი მწვანე ფერი იასამნისფერ ცასთან კონტრასტში ჟრუანტელის მომგვრელია.


თუთიყუში არა, ბოლივია. ამ აბსტრაქტულ ფოტოში მხოლოდ მკრთალი ფერებით შეიძლება ფრინველთა გამორჩევა. რადგანაც ამ ჯიშის თუთიყუშებს მკვეთრი და განმასხვავებელი ფერები აქვთ, ფოტოგრაფმა აბსტრაქტულ სტილში გადატანა გადაწყვიტა, სადაც გამოსახულებები რეალურთან შედარებით უფრო გააღიავა.


ბალერინები კალიფორნიიდან. ერთად შეკრებილი მოცეკვავეები თავდახრილ ყვავილებს ჰგვანან. ფერები განსხვავდება, არის რბილიც და ნათელიც. ფერთა ნაირგვარობა, რომელსაც უბრალო ფონი აქვს, დადებით ემოციას აღძრავს.


სამეფო სასახლის ბაღი იაპონიაში. ამ სიმეტრიულ ფოტოზე ყველაზე თვალშისაცემი დეტალია წითელი ქოლგა და მისი ანარეკლი წყალში. ის ახდენს დომინანტი მწვანე ფერისა და ღია ფერების ბალანსირებას.


მიდლტონის ბაღები, სამხრეთ კაროლინა. დახვეწილი და მშვენიერი ფოტო, რომელზეც იგრძნობა ამერიკის სამხრეთ-დასავლური გაზაფხულის შემოსვლა. ის გადაღებულია ძველებური ტექნოლოგიით, რაც ამტკიცებს, რომ უბრალოება უფრო ლამაზია, ვიდრე თანამედროვე მანიპულაციები.


ქარბუქი ჩინეთში. კიდევ ერთი საინტერესო და კარგი სურათი, რომელი ცუდ ამინდშია გადაღებული. ფოტოგრაფმა მთავარი აქცენტი თოვლის ფიფქებზე გააკეთა მსხვილი პლანით, ამიტომ უკანა ფონი შედარებით ბუნდოვანია.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button