კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

ახალი ერთდაფიანი კომპიუტერი Windows-თან, Linux-სა და Arduino-სთან თავსებადობით

შესაკვეთად უკვე ხელმისაწვდომია საინტერესო ერთდაფიანი კომპიუტერი – Odyssey X86J4105800, რომელიც წარმოდგენილია პლატფორმა SEEED Studio-ზე 190 აშშ დოლარად. 

კომპიუტერის ზომა 110 × 110 მილიმეტრია. საფუძვლად უდევს პლატფორმა Intel Gemini Lake: დაფა დაკომპლექტებულია 14-ნანომეტრიანი Celeron J4105 პროცესორით, რომელიც შეიცავს ოთხ ბირთვს 1.5 გჰც სიხშირით (დინამიურად 2.5 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით) და გრაფიკულ ამაჩქარებელს – Intel UHD Graphics 600. 

LPDDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის უსადენო კავშირების ადაპტერები – Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0, აგრეთვე ორპორტიანი ქსელური ადაპტერი Gigabit Ethernet. 

image.jpeg

ხელმისაწვდომ ინტერფეისებში შედის თითო USB 3.1 Type-C და USB 3.1 Type-A, ორი პორტი USB 2.0 Type-A, HDMI 2.0a პორტი, კონექტორი M.2 2242/2280 და სლოტი microSD ბარათისთვის. 

მინი-კომპიუტერს შეუძლია იმუშაოს Windows და Linux ოპერაციულ სისტემებთან. უფრო მეტიც, უზრუნველყოფილია თავსებადობა პლატფორმა Arduino-სთან – შესაბამის ფუნქციონალზე პასუხისმგებელია პროცესორი Microchip ATSAMD21G18 ARM Cortex M0+.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button