ზღაპარისაბავშვო

ორი ძუნწი

იყო ერთი საოცრად ძუნწი კაცი. ერთხელ უთხრეს:

– ამა და ამ ადგილას შენზე უფრო ძუნწი კაცი ცხოვრობსო.

ადგა ეს ძუნწი და სტუმრად ეწვია იმ უცნობს. მასპინძელმა სტუმარი შინ შეიპატიჟა, ლამპა აანთო და ოჯახის წევრები გააცნო. შემდეგ კი, როცა სასაუბროდ დასხდნენ ამ ძუნწმა ლამპა ჩააქრო: ნავთი რაზე დავხარჯოთ ტყუილად, ლაპარაკს ბნელშიაც შევძლებთო. მართლაც, დიდხანს ილაპარაკეს. დაძინების წინ კი ძუნწმა მასპმნძელმა ლამპას მოუკიდა. ხედავს, რომ სტუმარი ტანთ იცვამს, გაუკვირდა და ჰკითხა:

– რატომ გაიხადე ტანსაცმელიო?

– ბნელში ვინ დამინახავდა და ტყუილად რაზე გამეცვითაო, – მშვიდად უპასუხა სტუმარმა ძუნწმა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button