ზღაპარისაბავშვო

სოლომონ დემურხანაშვილი – მელია წვრილას ფათერაკები

ერთ უდაბურ ტყეში სოროა და იმ სოროში ცხოვრობს ერთი ბებერი მელია წვრილა. იმ მელიას სიჯეილეში იმდენი რამ გადახდენია თავს, იმდენი, _ ის რომ წიგნად დაიწეროს მთელი ერთი თვე უნდა იკითხოთ.
ახლა ეს ჩვენი მელია წვრილა უკვე ბებერია. აღარც მუხლი მოსდევს, აღარც თვალი უჭრის, ბეწვგაქუცული, ჯოხის ბრჯენით გამოფამფალდება ხოლმე სოროდან, სერზე ავა, მიეფიცხება მზეს და გადმოჰყურებს სოფელს.
საღამოობით იმის სოროში შეიყრებიან სხვა ბებერი მელიები და გამართავენ გრძელ, გრძელ ჩიბუხებს, თავიანთი ბებერი თათებით ნელა დატენიან თუთუნით და მერე სულგაკმენდილები უსმენენ წვრილას, რომელიც თავის გმირულ თავგადასავლებს ჰყვება. იმანთაც აგონდებათ თავიანთი ჩავლილი სიჯაილე და ოხრავენ, იცრემლებიან. მერე როდის     –     როდის გადაეყრებათ გულიდან დარდი და ისევ ახალ მოგონებაში ჩაეფლობიან. ამ ბებრუხანებისთვის ერთი სიამტკბილობა ისღაა, რომ ვაჟკაცური თავგადასავლები მოიგონონ.
_ წვრილავ! ახლა იმ ოხერ ძუნძულა მგელზე გვიამბე, ჩაფარვით რომ გადაგიდგა წინა!
_ გვიამბე, გვიამბე! _ შეჰღაღადებენ ერთხმად ყველანი და მოსასმენად ემზადებიან.
წვრილა შუბლს იჭმუხნის, ერთი წუთით დასევდიანდება, მერე გაჭვარტლულ ჩონგურს გვერზე გადადებს და დაიწყებს:
_ მაშინ განა ასეთი ბებრუცუნა ვიყავი, თვალიც მიჭრიდა და მუხლიც მომდევდა. სამი შვილი მყავდა, სამი პატარა მელუკა. ორი ღამე ზედიზედ ვუტრიალე საქათმეს, მაგრამ მოდარაჯე ძაღლებმა ახლოს არ გამაჭაჭანეს. შიმშილით შეწუხდნენ მელიუკები, საბრალოდ წკმუტუნებდნენ და გამწარებულები ცარუელა ძვლებსღა ხრავდნენ. მესამე დღეს ისევ ვცადე ბედი, სოროდან გამოვძვერი და სოფლისაკენ გავუდექი გზას
ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, სოფლის განაპირას ერთ ეზოსთან მივიპარე და ღობესთან გავინაბე. რასაკვირველია, იმ ეზოში საქათმე იყო, საქათმეში კი კაი მსუქან     –     მსუქანი ქათმები თვლემდნენ და ეს რომ წარმოვიდგინე, კბილები ამიკაწკაწდა, მაგრამ ისევ ის სატიალო ძაღლები!… ღობის გადაღმა ისე ავად ჰყეფდნენ, ტანში მაზრიალებდა.
�მაშ მელაკუდა ნუ ვყოფილვარ, თუ ამაღამაც ხელმოცარული დაბრუნდე�,      –      გავიფიქრე და ნაცად ხერხს მივმართე. ძაღლები ტყისკენ გავიტყუე, გზაკვალი ავურიე და თვითონ ისევ საქათმესთან მივცუნცულდი. შევიჭყიტე შიგ და რას ვხედავ! დედლებში ჩამჯდარა მამლაყინწა, კისერი ჩაუგრძელებია, დროდადრო გვერდზე გაიხედავს და ჩაიკურკურებს:
     –       კო     –     კო     –     კო!
ერთხანს შევეჭვდი, ხომ არ შემაჩნია     –     მეთქი მაგრამ მამლაყინწამ თავი კისერში ჩარგო და თვალები მინაბა.
გული ამიძგერდა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. საქათმეში შევძვერი და ერთი თავქოჩორა დედალი გამოვაცუნცულე, ის იყო, მეორედაც უნდა მივცუნცულებულიყავი, რომ ამ დროს ქათმებმა ისეთი კრიახი ასტეხეს, ლამის საქათმე თავზე ჩამოიქციეს.ქქათმების კრიახზე ძაღლები მოქასქასდნენ და ბევრი აღარ მიფიქრია, იმ ქათმინად ტყისკენ მოვკურცხლე, ეჰ, მაშინ ჯეილი ვიყავი და მუხლიმიჭრიდა. სადაც თვალს ვკიდებდი, იქ ფეხს დავკრავდი, აბა, რას დამეწეოდნე ძაღლები!
უღრანში რომ შევედი, მაშინღა მოვითქვი სული.
�ბეწვზე კი გადავურჩი იმ ძაღლებს, გარმონივით გამწევ     –     გამომწევდნენ: ვაიმე, შვილებო, როგორ დაგაობლებდით!�      –       ამოვიკვნესე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მერე ნანადირევს პირი დავავლე და სოროსაკენ წავცუნცულდი.
მივდივარ, მივდივარ და უეცრად მინდორზე, ერთი ხის ძირას, ცხვრის ტყაპუჭში გახვეულ მონადირეს წავაწყდი. ლამის ელდა მეცა, მაგრამ მონადირეს ეძინა და არაფერი გაუგია.
ეშმაკები არიან მონადირეები, ცხვრის ტყავი ჩაეცვა, მართლა ცხვარი მეგონა და ლამის ახლოს მივედი. სული რომ მოვითქვი, გზა ფრთხილად განვაგრძე, როგორც კი სოროს მივუახლოვდი, ბარდებიდან მგელი გამოეხეტა და წინ გადმიდგა.
     –       მელაკუდავ, ეგ მსუქანი ქათამი სად გინადირია ამ დილაადრეანო?       –       და ქათამს მსუნაგად დააცქერდა.
     –       აგერ, ხევს გაღმა რომ სოფელია, ხედავ?
     –      ვხედავ!
     –       იმ სოფლის განაპირას მაღალი ალვის ხე რომ დგას, იმასაც ხომ ხედავ?
     –       ვხედავ მაშ!      –      ცოტა გაბრაზდა მგელი.
იმ ალვის ხესთან ერთი სახლია. სახლის გვერძე საქათმეა და შიგ სულ მსუქან     –     მსუქანი ქათმები ცხოვრობენ. ჰოდა, იმ საქათმეში შევიპარე, ძაღლები მოცვივდნენ, თორემ მთელ ქათმებს აქ გამოვზიდავდი.
     –      მელაკუდავ, ორი დღეა არაფერი მიჭამია, ეგ ქათამი მე უნდა დამითმო,      –       მითხრა მგელმა.
     –      ვაიმე, რას ამბობ მგელუკა, კუჭი მექვის, მაგრამ ხომ ხედავ, კბილ არ დამიკარებია: შვილები შიმშილით მეხოცებიან და იმანთ უნდა მივუტანო. გუშინ მთელ დღეს ცარიელ ძვლებს ხრავდნენ და საბრალოდ წკმუტუნებდნენ. მათი ცოდვით გული მეთუთქებოდა,      –      ამოვიკნავლე და ცრემლიანი თვალები თათით მოვიწმინდე.
     –       მე არ ვიცი, ეგ ქათამი ჩემია!      –      დაიღრიალა მგელმა.
ბევრს ვემუდარე, ბევრი ვიქვითინე, ველქუცე მგელს, მაგრამ არაფერმა გასჭრა. გაძალიანებით კი, აბა როგორ გავუძალიანდებოდი, კუდზე თათი რომ ჩაევლო და ხეზე მივენარცხებინე, სული გამძვრებოდა, მაგრამ ჰაი დედასა, მაშინ ჯეილი ვიყავი, ჭკუა მიჭრიდა, მოხერხებბა მქონდა.
     –       კეთილი ბატონო მგელო, მოგცემ ამ ქათამს, ოღონდ ცხვაირი მე უნდა დამითმო.
ცხვრის გაგონებაზე ძუნძულამ ყურები ცქვიტა აბა სად არის ცხვარიო.
     –      აგერ იმ ტყეს ხომ ხედავ: იმის იქით ერთი პატარა მინდორია და იქა გდია. ვერ დავძარი, თორემ წამოღება მინდოდა.
     –      აჰა,      –      თქვა მგელმა და თავი თათით მოიფხანა,      –      მაშინ იცი რა, ერთმანეთს ხომ არ ვაწყენინებთ: ეგ ქათამი შენ გქონდეს წაუღე შენს პატარებს, ის ცხვარი კი … ცხვრის ხორცი მაინც, ცოტა არ იყოს მაწყინარია და მე გეახლები. აბა, აბა, წამიყვანე, ვნახოთ.
     –       კეთილი, წავედით ბატონო მგელო,      –       ქათამი მარჯვედ მოვიგდე პირში და მგელს ავედევნე.
კარგა ხანს ვიარეთ, და ბოლოს იმ მინდორზე გავედით, სადაც წეღან მიმავალმა მძინარე მონადირე ვნახე. იმ მონადირეს როგორც წეღან გითხარით, ცხვრისბეწვიანი ტყაპუჭი გადმობრუნებული ეცვა და მართლაც ცხვარს ჰგავდა. წვიმის დროს მონადირეები და მწყემსები გადმობრუნებულ ტყაპუჭს იცვამენ ხოლმე. მგელი ხედ მივაყენე მონადირეს და თათით ვანიშნე, აგერ არის     –     მეთქი.
ჰოდა, მგელმა მაშინვე გასწია იმ ცხვრისკენ. ახლოს რომ მივიდა შეჩერდა ადამიანისა და რკინის სუნი ეცა, მაგრამ რაღა დროსი იყო სანამ უკან გამოძუნძულდებოდა, მონადირემ გაიღვიძა და ზედიზედ დაახალა თოფი. ხარბი მგელი გაგორდა და აღრიალდა.
     –       შეგერგოს ცხვარი მგელუკა!      –      ჩავიწირწილწ და ბომბორა კუდის ქნევით სოროსაკენ დამოვწიე.
ასე იყო ეს ამბავი, განა ასეთი ბიჭი ვიყავი. ახლა აღარც მუხლი მომდევს, აღარც თვალი მიჭრის. ახლა ჩემი დაზრდილი მელუკები ნადირობენ და საზრდო იმათ მოაქვთ, იმათი სარჩენი გავხდი. ჰაი, დედასა, სიჯაილევ!      –      შესძახებს წვრილა, მერე გამჭვარტლულ ჩონგურს გადმოიღებს, ტკბილ ხმაზე ააწკრიალებს და ისეთივე ტკბილი ხმით დაამღერებს. ლექსად ჰყვება, როგორ მოატყუა ძაღლები, როგორ შეძვრა საქათმეში და ფეხმარდმა როგორ ჩამოიშორა მდევარები. სხვა ბებერი მელიები კი აბოლებენ ყაილონს და გულისწყრომით ისმენენ:
�შემომეყარა მგელუკა,
ბოლოსა უღრან ტყისასა�…
მღერის წვრილა ლექსად და ლექსად ჰყვება იმ ხარბი მგლის ამბავს, მშიერი მელაკუდები რომ არ შეიცოდა, გზაზე ჩაფარვით რომ იდგა და ძალით ართმევდა ქათამს. სხვა ბებერი მელიები უსმენენ, გულზე მკიღს იცემენ და ოხვრით ამბობენ:
     –      ყველა ჩვენ გვემტერება, ყველა ჩვენ გვჩაგრავს!      –       თათებით ცრემლს იწმენდნენ.
     –       კიდევ კარგი, ჭკუა და მეხერხება გვაქვს, თორემა…
წვრილა კი სიმღერას ასე ამთავრებს:
მე შინ მშვიდობით მოვედი,
ის კი იქა სჭამს მიწასა…
     –      ჰაო, დედასა!      –      იძახიან მელები.
     –      უყურეთ იმ გულქვას!
     –       ჰაი, დედასა! თვალი დაუდგა სიბერეს!
     –      ჰაი, ოხერო სიჯაილევ! …
_ ჰაი და ჰაი.
წვრილას მეორე ფათერაკი
_ ჰაი, დედასაო!
_ აფსუს, სიჯაილევ! _ იძახიან ბებერი მელიები და ცრემლიან თავალებს იწმენდნენ. მერე ჯოხებზე მკერდდაყრდნობილები მიწას ჩააცქერდებიან, ისე დაჟინებით დააცქერდებიან, თითქოს იქ, სიღრმეში რამე განძი ეგულებათო, მაგრამ იმათი აზრე და გონება სულ სხვაგან დაჰქრის. ჩავლილ სიჯაილეს იგონებე, გმირულ თავგადასავლებს, ასე მდუმარედ არიან ერთხანს, ვერც კი ამჩნევენ ტყეში როგორ მოიპარება საღამო, მოწმენდილ ცაზე როგორ ამოსრიალდება მთვარე. მერე როდის     –     როდის კოჭლი მელა ძოძია აწევს თავს და დაიძახებს:
_ ჰაიტ, თქვე ბებრუხანებო, რას ჩაგიქინდრიათ თავები, გამხიარულდით, სევდას ნუ მიეცემით. ვთხოვოთ წვრილას, სხვა თავგადასავლებიც გვიამბოსო.
ამ შეძახილეზე სხვა ბებერი მელებიც აწევენ თავების და წვრილას მიაჩერდებიან.
წვრილა ოხრავს, გამჭვარტლულ ჩონგურს გვერდზე გადადებს და ჩაფიქრდება. ეტყობა ის შოფრის ამბავი გასახსენებლადაც კი მძიმეა, მაგრამ მაინც იწყებს. აბა., მეგობარს ხომ არ აწყენინებს.
_ მას შემდეგ ხუთი თოვლობა გავიდა, ძმებო ოთხნი ვიყავით და მე ერთიღა და მე გადავრჩი, ღმერთმა აცხონოს _ ქაქიოზაანთ ცუღლუთაც მაშინ დაიღუპა ხომ გახსოვთ ცუღლუტა…
_ როგორ არ გვახსოვს, მე იმან ერთხელ მთელი საქათმე დავანელეთ. ფეხმარდი და მარგვე ჯეილი იყო. ამ ფეხში სწორედ მაშინ დამჭრეს. საეანტმა შიგ კანჭში გამიარა! _ ამბობს კოჭლი მლა ხოხია და ნაიარევ ფეხზე იხედება.
_ იმას გეუბნებოით ძმებო! იმ ზამთარს დიდი თოვლობა იყო. მთელი სამელეთი ლამის შიმშილმა ამოწყვიტა. სოროებიდან ცხვირის გამოყოფა გვიჭირდა. ისე დაღამდებოდა, ერთ ქეციან წრუწუნას ვერსად გაავეყრებოდით. გინდა შიმშილით მომკვდარვარ, ფინდა ადამიანის ხელით     –     მეთქით, გავიფიქრე და სოროდან გამოვძვერი.
_ ჰაი, დედასა! _ ოხრავს კოჭლი ხოხია. _ ერთხელ სჯობია სიკვდილი ათას გზის დანანებასა.
_ აბა, აბა! _ ბანს აძლევენ სხვა ბებერი ელები და თავს იქნევენ. წვრილა კი განაგრძობს:
_ ქარსა და ყინვაში მარტო დავადექი გზას, ისეთი ბნელი ღამეა ძმებო, ისეთი ქარბუქი, სულიერი ვერსად გაიჭაჭანებს. ერთ ხანს შევფიქრიანდი, ეს ქარბუქი სადმე ამომაზრჩობს     –     მეთქი, მაგრამ გული გავიმაგრე, ეჰ, სიჯაილევ! ჩემი მუხლისა და თვალის იმედი მქონდა. � ან მოვკვდები ან სამელეთს გადავარჩენ�. გადავწყვიტე და გზა გავნაგრძე.
ვიდრე სოფელს მივაღწევდი გარიჟრაჟმა მომისწრო. იგრე ვარ დაღლილი და მისავათებული, ლამის წავიქცე, რაუნდა ვქნა მე თავმკვდარმა, რა უნდა ვიღონო, ამოდენა გზა გამოვიარე ამ ქარბუქში და გათენებამ არ მომისწრო?! დავყუნტდი და ბოღმისგან რამის ავტირდი. რად გაგვაჩინა ღმერთმა მელიები ქვეყანაზე, თუკი ასეთი სატანჯველი ცხოვრება გველოდა     –     მეთქი, რადა? რად გვარგუნა ისეთი ბედი რომ დღის შუქსაც გავურბივართ, ადამიანსაც და სხვა ნადირსაც ყველა ჩვენ გვითვალთვალებს, ყოველ ნაბიჯზე ფათერაკი გველის,პირში სული შურთ ჩვენთვის. ამ საგონებელში ვარ, ძმებო, და უცებ სოფლის განაპირას შორს, შორს, სადღაც, თვალი მოვკარ ერთ ვეება შემოღობილ ეზოს. დავაკვირდი და რას ვხედავ, ეს უზარმაზარი ეზო სულ თეთრი ქათმებით გადაპენტილა. რამდენი რამის მომსწრე ვარ და ამდენი ქათამი არასოდეს უნახავს ჩემს თვალებს, ზღაპარშიც არ გამიგონია.
_ ჰმ, სოფლის საერთო საქათმე ყოფილა! _ ამბობს თხელა.
_ აბა, მაშინ რა ვიცოდი, პირველად ვნახე ასეთი საქათმე. _ თავს იმართლებს წვრილა და განაგრძობს, _ იმას გეუბნებოდით, ქარისაგან ბუმბულაშლილები არხეინათ დააბოტებენი იმ ეზოში ქათმები. აბა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდი ერთი კვირის მშიერი. სადღა მახსოვდა დაღლა, თვალში სინათლე და მომეცა მუხლში ძალა. რაც იქნება, იქნრბა     –     მეთქი, ღელე     –     ღელე წავცანცალდი და იმ ეზოს მივუახლოვდი. მივუახლოვდა და რას ვხედავ: ეზოს გადაღმა ფართო შარაგზა გადის, იმ შარაგზაზე მიგუგუნებენ მაქანები, მიდიან სიცივისგან აბუზული ადამიანები, თვით ეზოში კი ვიღაც კაცი მალ_მალე გაივლის, მრისხანე თვალს მოავლებს იქურობას და სიცივისგან აძაგძაგებული ისევ უკან, ჯიხურში შებრუნდება, აბა ჩემ ადგილას რას იზამდით ძმებო, რა ღონეს იხმარდით. დღისით, ,ზისით, სადაც მილეთის ხალხი დადის, გაბეე და რისკზე წადი! მაგრამ, ჰაი, დედასა მაშინ რაღა წვრილა ვიქნებოდი, გამოსაალი არ მეპოვნა. ჩემს გამჭრიახ თვალს რა გარორჩებოდა?! უკან გამოვცანცალდი, საიმედო საფარში შევრგე თავი და იქაურობა დავზვერე. ვხედავ, ერთიდიდი რკინის მილი გდია და პირი დაუღია. იმოდენაა ეს სატიალო, მგელიც კი არხეინად გაძვრება შიგა. გავაყოლე თვალი, გავაყოლე და რას ვხედავ: მეორე მილი კიდევ ცოტა მოშორებით გდია, ის უფრო გრძელია და ზედ საწათმის ეზოზე გადის.
� ფრთხილად იყავ წვრილავ, _ თავს ვაფრთხილებ, _ ამ მილში ფათერაკი რამ არ იყოს და არ გაება�.
იმ რკინის მილებს ადამიანები ალაგებენ, შიგ წყალს ამწყვდევენ და სადაც უნდათ, იწით წაიყვანენ,. მაგრამ მაშინ იქ წყალი რა იყო დამწყვდეული. რაც იქნება, იქნება_მეთქი, ავდექი და იმ მილში შევძვერი. შიგ ისე ბნელოდა, თათს ვერ მიიტანდი თვალთან. გავიარე ერთი მილი და მეორეში შევყავი თავი. იქ უფრო დიდხანს ვიძვრინე, ვიძვრინე და ბოლოს შუქი რამ გამოჩნდა. მივუახლოვდი ნაპირს, გავიჭვრიტე და სად ვარ იცით? საათმის ეზოში ამოვყავი თავი. ზედ ჩემს წინ დაგოგავენ ვარიკები. იმათ დანახვაზე თვალებიდან ცეცხლი წამომცვივდა მე თავმკვდარს. კბილები ამიკაწკაწდა და ლამის იქვე ჩავიკეცე. ცოტა გონს რომ მოვედი, მილიდან თავი გავყავი და ეზო მივათვალიერე. ის ბებერი დარაჯი აღAრსედ ჩანდა. გული მომეცა, სიევ შევიმალე და დავიცადე. მილში არც ქარი წროდა და არც ციოდა. ვარ განაბული და ველოდები, რომელიმე ვარიკა როდის მომიახლოვდება,რომ დავაცხრე, და აი თითქოს ჩემ იღვალზე, ერთი ყელტიტველა ყვინჩილა ზედ მომადგა. გაჩერდა, კისერი წაიგრძელა და შტერივით შემომიჭყიტა მილში. ვატყობ, ვერა მხედავს. თქვენც ხომ იცით ქათმები რა ბეცები არიან. ერთი ბეწო სიბნელე და თვალებში სინათლე ელევათ. იმ ბედშავს, ალბათ, ცნობისმოყვარეობამ წასძლია, ერთი ორი ნაბიჯი კიდევ გადმოდგა და მილში შემოყო თავი. შემოყო და მეც აღAრ დავაყონე, კისერში წავავლე პირი. გამოვქანდი მაშინვე გამოვძვერი მილიდან, ხევში შეველი და გამოვწიწკნე. ის დამე იმ ხევშიგავატარე, როცა შებინდდა, დავკარი ფეხი და ტყეში ამოვედი.
მთელი სამელეთი ფეხზე დამდგარიყო. ცოცხალი თურმე აღAრავის ვეგონე. ეფიქრათ, წვრილა უსათუოდ სადმე გაებაო. გაოცებულნი შემხვდნენე, შემომეჯარნენ. მეკითხებოდნენ ნადირობის ამბავს და მეც ვუაბობ, მაგრამ ზოგიერთები არ იჯერებდნენ, დღისით მზისით, ასეთი ამბავი ვის გაუგონიაო, თავსაც იტყუებო და ჩვენც გვატყუებო, მაშინ ავდექი, თათი მიწას დავკარი და დავიძახე: ვისაც გული ერჩის და არ უნდათ ჩვენი ჯიში და მოდგმა შიმშილით ამოწყდეს, ამაღAმ ჩემთან წამოვა_მეთქი.
_ ჰაი, დედასა, რა არის სიჯაილე! _ თვალზე ცრემლი მოსდის კოჭლ ხოხიას და განზე იყურება, სხვებმაც არ შემნიშნონ ცრემლიო. ერთი ხანობა ყველანი მდუმარედ არიან, თავჩაქინდრულები, ტკბილად იგონებენ სიჯაილეს, წვრილაც დუმს, იმასაც მოსდგომია ცრემლი თვალზე, მაგრამ ცდილობს თავი შელიკავოს, მერე ამოიოხრებს და განაგრძობს:
_ მაშინ გამოხტა ქაქიოზაანთ ცუღლუტა და დაიძახა: მე მოვდივარ, წვრილას ტყუილი ვის გაუგონია, ასე უღვთოდ ცილს რომ სწამებთო. _ ყველა გაინაბა, სოროებში შეიძურწნენ.
ერთი სიტყვით, თავი რომ არ მოგაბეზროთ, მეორე დილით მე და ცუღლუტამ გვარიანად ვინადირეთ და თითო ქათამი ჩვენ დამშეულ მეგობრებსაც მოვუტანეთ. მაშინ კი დაეცნენ სხვა მელიები მუხლებზე! ყველა ჩემს მზეს იფიცავს, შენ რომ არ გვყავდე, წვრილავ, არ ვიცით სამელეთს რა ეშველებოდაო. ლოცავენ ჩემს ვაჟკაცობას, ჭკუასა და გამჭრეახობას. ასე გავატარეთ ის გაძაღლებული ზამთარი.
ერთხელ მედა ცუღლუტას ცანცალა და სუნსულაც წამოგვყვნენ. სულ ოთხნი ვიყავით, რატომ არ დაიქცევა ის წუთი და საათი, ძმებო რაგომ? რა შავად გათენდა ის დაწყევლილი დღე.
ცისკრისას ოთხივენი შევძვერით მილში, მშვიდად გავიარეთ ერთი შევედით მეორეში და იმ დიდი ეზოში ამოვყავით თავი. ჯერ კიდევ კარგად არ იყო გაშუქებული, მაგრამ ნამძინარევი ქთმები ეზოში გამოფენილიყვნენ.
ერთი სიტყვთ, ნადირობამ მშვიდათ ჩაიარა, თითო     –     თითო ქათამი დავიჭირეთ, გამოვედით მახლობელ ტყეში და შევექეცით. კარგა გამომძღრები ვართ, რაღა გვინდა. ჯერ ისევ სისხამი დილაა და ახლომახლო ჯაცი არ ჭაჭანებს.
_ ძაან გავძეხი, ძმებო! _ კვერი დაუკრეს ცანცალამ და ცუღლუტამ. ხევიდან გამოვუდნენ, მიცუნცულდნენ იმ მილთან და ზედ აბობღდნენ. გაიცანცალებენ და გამოიცანცალებენ, გაიცანცალებენდა გამოიცანცალებენ, ხან ერთმანეთს ახტებიან, ხან მილიდან ისკუპებენ. მივედი და ვეუბნები დროა წავიდეთ, ძაან ნუ გათამამდებით, აგერ ხომ ხედავთ, სამზეული გაწითლდა, სადაცაა ქვეყანა ფეხზე დადგება და ფათერაკ რამეს არ გადავეყაროთ     –     მეთქი. მაგრამ ვინ დაგიჯერა. გაიცანცალებს სუნსულა მილზე და ღიღინებს:
დათვი მილზე როგორ გავა, ვარდონანინაო,
დათვი მილზე როგორ გავა, იავნანინაო.
_ ეჰ, ჭკუავ ჭკუავ! წერამ აიტან თუ რა იყო, გაქვქვდნენ და გახევდნენ, ვერაფერი შევასმინე, ძმებო, ვერაფერი. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ახლაც ცოცხლები იქნებოდნე… გავიხედე და რას ვხედავ, ერთი დიდი ავტომობილი მორახრახებს, იმოდენა ხმა აქვს, ლამის ცა ჩამოინგრეს, მაგრამ რაც უნდა იყოს, ავტომობილი ადამიანივით საშიში ხომ არ არსმოგვიახლოვდა ის ავტომობილი და უცბათ გაჩერდა. ვხედავ ავტომობილის კაბინიდან ადამიანი იყურება. პირდაპირ ჩვენ მოგვჩერებია გადმოკარკლული თვალებით.
ეს ლი მოვასწარი მომყევით_ მეთქი, მაგრამ არც მაშინ დამიჯერეს. სამივენი იმ მილში შეძვრნენ. მე გავქანდი და ხევში დავიმალე. სული რომ მოვითქვი ბუჩქებიდან გამოვიხედე. მოგიკვდეთ ჩემი თავი ძმებო! ნეტავ ჩემი თვალით არ დამენახა ყველაფერი.
_ დაწყნარდი წვრილავ, დაწყნარდი და ისევ გვიამბე. ვაჟკაცი ხარ! _ ამხნევებენ მელიები.
_ ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის, იმ სურათს რომ წარმოვიდგენ ხოლმე… ხვნრშით და ბუტბუტით წამოვიდა ლოყებღაჟღაჟა შოფერი, ერთი დიდი კეტი აიღი, მერე თავისი დაბამბული ქურთუკი გაიხადა და იმ მილისაკენ წაბაჯბაჯდა, სადაც ჩვენი ძმები ეგულებოდა. გამიკვირდა ამ სიცივეში ქურთუკი რად გაიხადა     –     მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი იმის ეშმაკობას. იცით, რა გააკეთქ? იმ ქურთუკით ცალი მხარიდან მაგრად დაჩულა ის მილი, ამოქოლა. ხოლო მეორე მხრიდან თვითონ ჩაუსაფრდა კეტმომარჯვებული. ოხ, რა ეშმაკები არიან ადამიანები, ყველა ხერხი იმათ უნდა გამოიგონონ.
რომ აღარა და აღარ გამოვიდნენ მელიები, ის კეტი რამდენჯერმე დაჰკრა მილს. ალბათ, ამ ხმაურმა დააფრთხო ის საცოდავები, ნეტავ მილიდან ფეხი არ მოეცვალათ! პირველად ცანცალა გამოვარდა დაფეთებული, გამოვარდა და უცებ იმ მუცლგაბერილმა შიგ წელში დაუშო კეტი. რატომ თვალები არ დამევსება ამის დამნახავს. ერთი საცოდავად დაიჩხავლა ცანცალამ და იქვე მიქვა. ის მუცელ გაბერილი შოფერი იცინის, კვდება სიცილით. ერთიკიდევ დაჰკრა ის კეტი მილს და ახლა სუნსულა გამოვარდა. იმასაც დაუშვა კეტი და იქვე მიაწვინა. მერე… ნუღაეაფერს მკითხავთ, ძმებო, ცუღლუტასაც იმათი ბედი ეწია.
აიღო ქურთული იმ შოფერმა, კმაყოფილებით აღვსილმა დინგად ჩაიცვა. მერე კეტით დახოცილები წამოკრიფა, _ მანქანაზე დაყარა და გაუდგა გზას. ნეტავ მეც იმანთთან ვყოფილიყავ, იმათი ბედი გამეზიარებინა. რად მინდა სიცოცხლე რად? _ და წვრილა ისევ დაიგოღმა, თავი ჩაქინდრა, სხვა მელიებიც დაიქუფრნენ, დაიღეუბლნენ, მერე ისევ იმათ გამოიდეს თავი, წვრილა გაამხნევეს, რა ვუყოთ, ჩვენი ბედი ესა ყოფილაო, სენც რომ იმათთან დაღუპულიყავი, ამით საქმეს რა ეშველებოდაო, ჯარგი, იყო შენთვის დაეჯერებინათ, მაგრამ ბედისწერა ყოფილა და ეგ არისო.
როდის     –     როდის წვრილამ თავი ასწია, მელიებს ამაყად გადახედა და ხმა დაიბოხა:
–  რამდენი ამისთანა ფათერაკი დამტყდომია თავს და მაინც ცოცხალი ვარ. ერთხელ ხაფანგში გამაბეს, მაგრამ მაშინაც ჩწმმა ჭკუამ და გამჭრიახობამ მიხსნა. თუმცა ამ ამბავს სხვა დროს გიამბობთ.
–  დარდით რა ეშველება, წვრილავ, დავივიწყოთ, რაც უკვე წარსულია, გამხიარულდი, გულიდან დარდი გადაიყარე,   შესძახებს კოჭლი ხოხია, მერე გამჭვარტლულ ჩონგურს გამოიღებს, დაბალ ხმაზე აჟღარუნებს და თან წვრლიას მიმართავს:
_ წვრილავ, შენ ჩვენი სიამაყე ხარ, შენი ვაჟკაცური თავგადასავლებით მთელი სამელეთი ამაყობს, ახლა კი მისმინე! _ და ჩონგურს უფრო გაბედულათ ჩამოჰკრა ხელი, ააკვნესა და ბებრულ მაგრამ ტკბილ ხმაზე დაიწყო:
დაჯექ, გვიამბე წვრილაო,
თუ თავს რა გადაგხდენია,
გვითხარი, ჩვენსა სამელეთს
რა განსაცდელი სწვევია.
სულ დაწვრილებით გვიამბე,
რა იყო ბედი ჩვენია!
_ ოჰო, ოჰ, დახეთ ამ კოჭლ ბებრუხანას, რა შაირი გამოსტყორცნა! _ იცინიან, მელიები, მოწონწბის ნიშნად ტაშს სცემენ. ხოხიაც კმაყოფილებით იცინის, მერე ფანდურს წვრილას აწვდის, ახლა შენი შაირიაო. წვრილა ფანდურს ართმევს, ტკბილად ააჟღერებს და მერე თვითონაც საპასუხო შაირს ამბობს:
აბა, რა გითხრათ ბიჭებო,
სიტყვა სათქმელად ძნელია,
ვზივარე მოხუცი ხის ძირში,
ენაც არა მაქვს სველია.
თვალი არ მიჭრის და მუხლი,
სინათლეც გამომელია.
რით გავცე მტერსა პასუხი,
ვერ ამიღია წელია.
_ ოჰო, ჰო! _ ტაშს სცემენ მელიები და ისევ იცინიან, ოღონდ ახლა ეს სიცილი ცოტა სევდიანია, ცოტა ნაღვლიანია.
_ ჰაი, დედასა! ვერ ამიღია წელიაო, ჰა! აფსუს, წვრილავ!
_ აფსუს სიჯაილევ! _ იძახიან ბებერი მელიები დაა იმათი ოხვრა ურვა, იმათი ხორხოცი მთელ ტყეს აყრუებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button