ზღაპარისაბავშვო

მელია

მელია ქალაქში დასუნსულებდა და ერთ სამღებროში ჩავარდა. რომ ამოვიდა დაიხედა ტანზე და თქვა: �ჰო, ეს რა კაი ფერი მადევს ახლაო�. მერე მელიებს უთხრა: თითო თაგვი უნდა მომიყვანოთ, ამიერიდან მე თქვენი ხელმწიფე ვარ და ეს დაგაწერეთ ხარჯადაო.

ერთი მდინარე ჩამოდიოდა იქვე და გაღმა დაინახა სხვა მელა. მეო, თქვენი ხელმწიფე ვარო, თითო თაგვი უნდა მომიყვანოთ დღე-მუდამაო! – გასძახა გაღმა. იმან დაუძახა: გამოდი და მაშინ ვნახოთ, რასაც მოგცემო! – დიდი გულით დაუხვდა გაღმიდან მელა. ადგა გაჯავრებული მელა, წყალში გაცურა და გავიდა. დაიხედა და რას ხედავს, გაირეცხა თურმე და ისევ ძველი ფერი მიეცა. მაშინ თქვა მელამა: – რა მინდოდა აქ წყალში რომ გამოვედი, იქა ვყოფილიყავი, თითო თაგვს მაინც მომიყვანდნენ დღეშიო!

ახლა იქიდანაც ცარიელი დარჩა და აქედანაც.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button