ზღაპარისაბავშვო

მზეთუნახავი ფანტა-გირო – იტალიური ზღაპარი

ოდესღაც ერთი ხელმწიფე ცხოვრობდა. მართალია, ღმერთმა ვაჟიშვილი არ მისცა, მაგრამ სამი ერთიმეორეზე უკეთესი ქალი ჰყავდა. უფროსს კაროლინა ერქვა, შუათანას — ასუნტა, უმცროსს კი მზეთუნახავ ფანტა-გიროს ეძახდნენ. დებში ყველაზე ლამაზი ფანტა-გირო იყო.
ხელმწიფე სნეული იყო, მთელი დღე დაღვრემილი იჯდა თავის ოთახში. იმ ოთახში სამი სავარძელი იდგა: ცისფერი, შავი და წითელი. ყოველ დილით, ქა-ლები მამის მოსაკითხად რომ შევიდოდნენ, ჯერ შეხედავდნენ, აბა, რომელ სა-ვარძელში ზის მამაო, თუ ხელმწიფე ცისფერ სავარძელში იჯდა, რაღაც სასიხა-რულო ელოდათ, თუ შავ სავარძელში, ვინმეს სიკვდილი უნდა გაეგოთ, და თუ ხელმწიფე წითელ სავარძელში ჩაბრძანდებოდა, ეს ომიანობას მოასწავებდა.
ერთ მშვენიერ დღეს შევიდნენ ქალები მამასთან და ელდა ეცათ. ხელმწიფე წითელ სავარძელში იჯდა.
— მამა! რა მოხდაო? — ჰკითხა უფროსმა ქალმა.
— ეს-ეს არის, მეზობელი ხელმწიფის უსტარი მივიღე, ომი გამომიცხადა. მე სნეული ვარ და აღარ ვიცი, რა ვქნა… ვინ დავნიშნო მთავარსარდლად? ასე სა-ხელდახელოდ სად იპოვი გენერალსო?
— თუ ნებას მომცემთ, — უთხრა უფროსმა ქალმა, — გენერლის მაგივრო-ბას მე გავწევ, თქვენ გგონიათ, ჯარს ვერ ვუხელმძღვანელებო?
— რას ამბობ! აბა, რა ქალის საქმეა ბრძოლა! — მიუგო ხელმწიფემ.
— გამომცადეთო, — არ მოეშვა კაროლინა.
— ცდა, რა თქმა უნდა, შეიძლება, — დაეთანხმა ხელმწიფე, — მაგრამ თუ გზაში ერთი ისეთი სიტყვა მაინც წამოგცდა, რომელსაც მამაკაცი არ იტყვის, მა-შინვე უკან გამობრუნდიო.
თქმა და შესრულება ერთი იყო. ხელმწიფემ თავის ერთგულ საჭურველ-თმტვირთველ ტონინოს უბრძანა, ცხენი შეკაზმე და ჩემს ქალს საომრად გაჰყე-ვი, თუ გზაში კაროლინას ისეთი რამ წამოსცდება, რასაც ვაჟკაცი არ იტყვის, მა-შინვე უკან გამოაბრუნეო.
მოახტნენ ცხენებს კაროლინა და ტონინო, მტრის ბანაკისკენ დაიძრნენ, ჯა-რიც მათ გაჰყვა, იარეს, იარეს, კარგა დიდი გზა რომ გაიარეს, ლერწმიანს მიად-გნენ.
— ოჰ, რა მშვენიერი ლერწამია! ჩვენს სამშობლოში რომ მოგვცა ასეთი ლერ-წამი, რამდენ საუცხოო თითისტარს გამოვათლევინებდიო! — წამოიძახა კარო-ლინამ.
— შეჩერდით, ხელმწიფის ქალო, — უთხრა ტონინომ. — მამათქვენის ბრძანებით, უკან უნდა გაგაბრუნოთ. თქვენ ისეთი რამ თქვით, რასაც ვაჟკაცი არასოდეს იტყვისო.
გაბრუნდნენ უკან. ჯარიც მათ გაჰყვა.…
მივიდა ხელმწიფესთან შუათანა ქალი.
— თქვენო უდიდებულესობავ! ნება მომეცით წავიდე და ჯარს ბრძოლაში ვუწინამძღვროო.
— იმავე პირობით, როგორითაც შენი უფროსი და? — ჰკითხა ხელმწიფემ.
— დიახ, ბატონოო.
გაემგზავრა ასუნტა საბრძოლველად. ერთგული ტონინო გვერდით მიჰყვე-ბოდა, უკან კი ჯარი მისდევდა. დიდხანს მიაჭენებდნენ ბედაურებს, ლერწმია-ნი უკან მოიტოვეს, მეფის ასულს კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ წაბლის ნორჩ ხეივანში რომ შევიდნენ, ასუნტამ წამოიძახა:
— შეხედე, ტონინო, რა ნორჩი და სწორი ყლორტები აქვთ ამ წაბლის ხეებს! ასეთი ხეივანი შინ რომ მოგვცა, რამდენ საუცხოო ჯარას გამოვათლევინებდიო.
— შეჩერდით, ხელმწიფის ქალო! — წამოიძახა საჭურველთ-მტვირთველმა და ცხენი შეაყენა, — უკან უნდა გავბრუნდეთ! თქვენ ისეთი რამე თქვით, რასაც ვაჟკაცი არ იტყოდაო.
გაბრუნდნენ უკან, ჯარიც თავისი აღჭურვილობით მათ გაჰყვა.
დაღონდა ხელმწიფე, თავგზა დაჰკარგა. ამ დროს ფანტა-გირო შევიდა მას-თან, მაგრამ ხელმწიფემ სიტყვის თქმა არ აცალა:
— არა, შვილო, არა! ჯერ სულ ბავშვი ხარ! თუ შენმა უფროსმა დებმა ვერ ივარგეს, შენ რაღას გააწყობ, თავს როგორ გაართმევ ასეთ საქმესო,
— რა მოხდება, მეც რომ გამომცადოთ? გარწმუნებთ, არ შეგარცხვენთ ფანტა-გირო. გამომცადეთო! — შეეხვეწა ხელმწიფეს უმცროსი ქალი.
გაუშვა ხელმწიფემ უმცროსი ქალიც.
ფანტა-გირომ ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა, ჩაფხუტი დაიხურა, შემოირტყა ხმალი და ქამარში ორი დამბაჩა გაირჭო. ერთგული საჭურველთმტვირთველი ტონი-ნო გვერდით გაჰყვა და გზას გაუდგნენ. გაიარეს ლერწმიანიც, წაბლის ხეივა-ნიც, მაგრამ ფანტა-გიროს კრინტი არ დაუძრავს. ასე მიაღწიეს მტრის ქვეყანას.
— ბრძოლის დაწყებამდე ჩვენს მოწინააღმდეგე ხელმწიფეს უნდა ველაპარა-კოო, — გამოაცხადა ფანტა-გირომ.
შეხვდნენ ერთმანეთს, ხელმწიფე ლამაზი ჭაბუკი იყო, დაინახა თუ არა ფან-ტა-გირო, მაშინვე ეჭვი შეეპარა, გენერალი კაცი არ უნდა იყოსო, და ფანტა-გი-რო სასახლეში მიიწვია, რომ ბრძოლის დაწყებამდე გაერკვიათ, რის გამო ატ-ყდა მათ შორის ომი.
შვიდნენ თუ არა სასახლეში, ჭაბუკი ხელმწიფე დედოფალთან მიიჭრა:
ფანტა-გირო, უშიშარი მხედარი,
არის მართლაც, კარგი შესახედავი,
არ დაუდებს ტოლს უშიშარ გოლიათს,
მე, რატომღაც, ქალიშვილი მგონია.
— საჭურვლის დარბაზში შეიყვანე, შვილო. თუ ქალია, იარაღს ზედაც არ დახედავსო, — უთხრა დედოფალმა შვილს.
შეიყვანა ხელმწიფემ ფანტა-გირო საჭურვლის დარბაზში. ფანტა-გირომ კედლიდან ხან ერთი ხმალი ჩამოხსნა, გაუსინჯა ვადა, შეატრიალა ხელში, ხან მეორე. მერე თოფებს და დამბაჩებს დაუწყო თვალიერება, ხან ჩახმახი შეაყენა, ხან საკეტი გასინჯა.
ხელმწიფე ისევ დედოფალთან გაიქცა და უთხრა:
— დედა, გენერალი ნამდვილი ვაჟკაცივით სინჯავს იარაღს, მაგრამ რაც მეტს ვუყურებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ქალიაო.
ფანტა-გირო, უშიშარი მხედარი,
არის, მართლაც, კარგი შესახედავი,
არ დაუდებს ტოლს უშიშარ გოლიათს,
მე, რატომღაც, ქალიშვილი მგონია.
— ბაღში შეიწვიე, შვილო. თუ ქალია, ვარდს ან იას მოწყვეტს და მკერდზე მიიბნევს. თუ კაცია, კატალონურ ჟასმინს არჩევს, მოწყვეტს და ყურს უკან გა-ირჭობსო.
წაიყვანა ხელმწიფემ ფანტა-გირო ბაღში, მოწყვიტა ქალმა კატალონური ჟას-მინი, დაყნოსა და ყურს უკან გაირჭო.
დაღონდა ხელმწიფე და ისევ დედოფალთან მივიდა.
—დედა, გენერალი ახლაც ისე მოიქცა, როგორც ვაჟკაცს შეშვენის, მაგრამ მე მაინც გული მიგრძნობს, რომ ის ქალიაო.
ფანტა-გირო, უშიშარი მხედარი,
არის, მართლაც, კარგი შესახედავი,
არ დაუდებს ტოლს უშიშარ გოლიათს,
მე, რატომღაც, ქალიშვილი მგონია.
მიხვდა დედოფალი, რომ მისი შვილი შეყვარებული იყო და უთხრა:
— სადილად დაჰპატიჟე, პური თავისი ხელით დააჭრევინე. თუ მკერდზე მიიდო პური და ისე დაჭრა, ქალია, იცოდეო.
არც აქ გამოამჟღავნა ფანტა-გირომ ქალობა, აიღო პური და ისე დაჭრა, რო-გორც კაცი ჭრის. ხელმწიფემ ვერა და ვერ დაიჯერა, რომ გენერალი კაცი იყო და დედას დაჟინებით უმტკიცებდა:
ფანტა-გირო, უშიშარი მხედარი,
არის, მართლაც, კარგი შესახედავი,
არ დაუდებს ტოლს უშიშარ გოლიათს,
მე, რატომღაც, ქალიშვილი მგონია.
— უკანასკნელად სცადე, შვილო. ბაღში რომ აუზია, იქ მიიყვანე და სთხოვე, შენთან ერთად იბანაოს. თუ ქალია, რა თქმა უნდა, უარს გეტყვისო.
მიიყვანა ხელმწიფემ ფანტა-გირო აუზთან და სთხოვა, ვიბანაოთო.
— დღეს არ შემიძლია, ხვალ კი დიდი სიამოვნებით ვიბანავებო, — მიუგო ფანტა-გირომ, მერე ტონინო განზე გაიხმო და უთხრა:
— ახლავე მოახტი შენს ცხენს და გაქუსლე, მაგრამ იცოდე, ხვალ დილით უკან უნდა დაბრუნდე და მამაჩემის ბეჭედდასმული წერილი მომიტანო. წე-რილში უნდა ეწეროს: ‘ძვირფასო ფანტა-გირო, ცუდადა ვარ, მინდა, სიკვდი-ლის წინ გნახო».
მეორე დილით ხელმწიფე და ფანტა-გირო აუზთან მივიდნენ.
ხელმწიფემ ტანთ გაიხადა და წყალში გადაეშვა, თან ფანტა-გიროს უხმობ-და, ჩამოდით, იბანავეთო.
— ცოტა მაცალეთ, უცებ ხომ ვერ გადავეშვები ცივ წყალში, — მიუგო ფანტა-გირომ, თან ყური სულ გზისკენ ეჭირა, ხომ არ ისმის ტონინოს ცხენის ფეხის ხმაო.
ხელმწიფე კი ჩააცივდა, გაიხადეთ, რაღას უყურებთო.
— არ ვიცი, რა დამემართა, რაღაც მაჟრჟოლებს, ვაითუ, რამე უბედურებაა ჩემს თავსო, — უთხრა ხელმწიფეს ფანტა- გირომ.
— რა უბედურება უნდა შეგხვდეთ, ჩქარა გაიხადეთ და ჩამოხტით წყალშიო. — მოუთმენლად უძახდა ხელმწიფე.
ამ დროს ტონინოს ცხენის ფლოქვების თქარუნი გაისმა, მოიჭრა საჭურველ-თმტვირთველი და ფანტა-გიროს ხელმწიფის ბეჭედდასმული უსტარი გადას-ცა.
ფანტა-გირო გაფითრდა.
— დიდად ვწუხვარ, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ წინათგრძნობამ არ მიღალატა; საშინელი ამბავი მომიტანეს. მამა სიკვდილის პირზეა, ჩემი ნახვა სურს და უნდა დაგტოვოთ. მეტი რა გზა გვაქვს, ზავი უნდა დავდოთ. თუ რაი-მე გაუგებრობაა, გთხოვთ, მეწვიოთ ჩემს სახელმწიფოში, იქ მოვილაპარაკოთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბანაობით კი სხვა დროს ვიბანაოთო, — უთხრა, მოახტა ცხენს და გაქუსლა.
შიშველი ხელმწიფე მარტო იდგა ცივ წყალში. თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ფანტა-გირო ქალი იყო, მაგრამ რაკი ისე წაუვიდა ხელიდან, რომ ვერ დარ-წმუნდა ამაში, ძალიან დაღონდა.
ფანტა-გირო ჯერ სასახლეში, თავის ოთახში შევიდა, მოკრიბა ბარგი, დაწერა წერილი და საწოლზე დადო:
აქ უბრალო იყო ქალი,
არა ვინმე გენერალი:L
ამის ართქმა არის ცოდვა,
მაგრამ მეფემ ეს ამბავი
ვერ გაიგო, არ იცოდა.
ხელმწიფემ წერილი რომ წაიკითხა, ერთხანს გაშტერებული იდგა, ნაწყენიც იყო და ბედნიერიც, მერე დედოფალთან მიიჭრა:
— დედა! ხომ გამართლდა ჩემი ეჭვი, გენერალი ქალი ყოფილაო, — სიტყვის თქმა არ აცალა დედას, შეხტა კარეტაში და ფანტა-გიროს გამოუდგა.
დაბრუნდა ფანტა-გირო თავის სამშობლოში, გადაეხვია მამას და უამბო, რო-გორ ჩაუშალა გეგმები მტერს და ომი თავიდან აიცილა.
უცებ კარეტის რახრახი შეესმათ. შეყვარებული ხელმწიფე მობრძანდა, დაი-ნახა ფანტა-გირო და დაუძახა:
— გენერალო, ცოლად წამომყევითო!
ორმა სახელმწიფომ ზავი დადო, მალე ქორწილიც გამართეს. როცა სიმამრი გარდაიცვალა, მისი ტახტი სიძეს დარჩა და მზეთუნახავი ფანტა-გირო ორი ქვეყნის დედოფალი გახდა.
მონტალე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button