ახალი ამბებისაზოგადოება

გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, თითქოს სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა

„კრიზისის პერიოდში, როდესაც აბსოლუტურად რთულად პროგნოზირებადი კრიზისია, პოპულიზმი ყველაზე დიდი რისკია და პოპულიზმის ფასი, არაპოლიტიკური დივიდენდებია, როგორც ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს ჰგონია, არამედ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

როდესაც მეკითხებით სწრაფი ტესტების შესახებ მე, მთავრობის ხელმღვანელს, მაშინ როდესაც მილიონჯერ გქონდათ შესაძლებლობა, ეს კითხვები დაგესვათ შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის და ვიცი, რომ ჰკითხეთ და ისიც ვიცი, მათ რა გიპასუხეს და ამ კითხვას რომ რამდენჯერმე იმეორებთ, ჩემთვის ესეც პოპულიზმია“.

„დღეს გეტყვით, რომ სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ მათ თავისი ფუნქცია აქვთ და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად, აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა.

არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევაში სწრაფი ტესტები დღეს ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო იცით სად არის, იმ სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button