ახალი ამბებიკოსმოსი

SpaceX-მა მიიღო NASA-ს კონტრაქტი მთვარის ახლომდებარე ორბიტალურ სადგურ Gateway-ზე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის

აშშ-ის აეროკოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ კონტრაქტი დადო კომპანია SpaceX-თან, რომლის თანახმადაც იგი განახორციელებს ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ტვირთის მიწოდებას მთვარის ახლომდებარე სადგურ Gateway-ზე.

ამრიგად, ილონ მასკის კომპანია გახდა პირველი კომერციული მომწოდებელი Gateway Logistics Services პროგრამის ფარგლებში. სადგურ Gateway-ს მიმართულებით სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებას სააგენტო NASA 2022 წლიდან გეგმავს.

„StaceX მოახდენს კრიტიკულად ჰერმეტიზებული და არაჰერმეტიზებული ტვირთის, ასევე Gataway-სთვის საჭირო აღჭურვილობისა და სამეცნიერო კვლევებისთვის აუცილებელი კომპონენტების მიწოდებას. მათ შორის იქნება აღჭურვილობა ნიმუშების ასაღებად და სხვა ნივთები, რომლებიც დასჭირდება კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს მთვარის ზედაპირზე ექსპედიციებისას“ – მითითებულია NASA-ს ვებ-გვერდზე.

SpaceX-მა განაცხადა, რომ გამოიყენებს სატვირთო კოსმოსური კაფსულის ახალ ვერსიას, სახელად Dragon XL-ს, რომელიც შეძლებს კოსმოსში გაიტანოს 5 მეტრულ ტონაზე მეტი ტვირთი. Dragon XL-ის გასაშვებად გამოყენებული იქნება სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა.

2012 წლიდან SpaceX კოსმოსურ ხომალდ Cargo Dragon-ის მეშვეობით ახდენს ტვირთის ტრანსპორტირებას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით NASA-ს ანალოგიური პროექტის ფარგლებში. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე განახორციელა რაკეტა Falcon Heavy-ს სამჯერ გაშვება. სუპერმძიმე რაკეტის თითო გაშვება SpaceX-ს დაახლოებით 90-150 მლნ აშშ დოლარი უჯდება.

Source
https://www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button