National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: ველური ბუნების ფოტოგალერეა

სამხრეთ აფრიკაში, კალაჰარი ჯემსბოკის ნაციონალურ პარკში ლომი შეუპოვრად მიიწევს მტვრიან ქარში.

ანტარქტიდის ერთ-ერთ ნახევარკუნძულზე მოზარდი ზღვის ლეოპარდი გარემოს ზვერავს.

მამრი შიმპანზე, სახელად ფროდო ტანზანიაში, გომბეს ნაციონალურ პარკში.

თეთრი ვარხვები მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ მისისიპის დელტაში, ლუიზიანას შტატში.

ბაჰამას წყლებში მობინადრე თავჩაქუჩა ზვიგენის ახლო ხედი.

გაბონში აფრიკული ტყის სპილო წყალშია შესული და გრილდება.

ყმაწვილი გრენლანდიური სელაპი წმინდა ლავრენტის ყურეში დაცურავს.

ორი იაპონური მაკაკა, იგივე თოვლის მაიმუნი, ნაგანოს პრეფექტურაში ერთმანეთს ეთამაშება გაზაფხულის ცხელ დღეს.

პანამას არხში, ბარო კოლორადოს კუნძულზე, დიდი ბულდოგი-ღამურა თევზს იჭერს. ამ თვისების გამო მისი მეორე სახელია მეთევზე ღამურა.

მშრალი სეზონის დროს ჩადში, ზაკოუმას ეროვნულ პარკში, სპილოები წყალს სვამენ და სხეულზე ივლებენ გასაგრილებლად.

ჩილეში, ატაკამას უდაბნოში, საკბილოს ეძებს რუხი მელა, რომელიც კამუფლაჟით მცენარეებს ეხამება.

ჟირაფი დგას ნისლიან ტყეში სამხრეთ აფრიკაში, ნდუმუს ნაკრძალში.

გენტუს პინგვინი წყალქვეშ ყვინთავს ლოქროის პორტში, ანტარქტიდის სანაპიროსთან ახლოს.

ავსტრალიური ზღვის ლომების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, მათი პოვნა მხოლოდ ავსტრალიის დიდ ყურეშია შესაძლებელი. შეწყვილება ხდება ყოველ 18 თვეში ერთხელ, მამრი კი ზოგჯერ ახალგაზრდა ზღვის ლომებს ხოცავს ტერიტორიის დაცვის მიზნით.

ბოტსვანაში, ოკავანგოს დელტაში, ხეზე ჩამოკიდებულ პატარა ლეოპარდს დედა იჭერს.

ზღვის კალამი და ლურჯი ვირთევზა ახალი ზელანდიის თავთხელ წყლებში.

ვერცხლისფერზურგიანი დაბლობის გორილა კონგოს რესპუბლიკაში, ოძალას პარკში.

თევზი რემორა და ჰოუკსბილის ზღვის კუ წითელ ზღვაში.

გაბონის სანაპიროზე ჰიპოპოტამი ტალღებში მიცურავს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button