განხილვამუსიკა

ჯორჯია – ჯორჯია (1989)

pop/rock, AOR, jazz-rock/fusion

ტრეკლისტი:

  1. ჯორჯია (4:51)
  2. ჩემი კუნძული (2:58)
  3. თეთრი ყვავილი (3:28)
  4. საყვარელი ქალაქი (2:50)
  5. თეთრი ფარდა (3:45)
  6. იისფერი მთები (3:10)
  7. ორომტრიალი (3:45)
  8. მარიამი (3;27)
  9. ევა (3:42)
  10. ილია (3:24)

შემადგენლობა:

  • რობერტ ბარძიმაშვილი – ვოკალი (1, 10), ხელმძღვანელი
  • ზურაბ კობეშავიძე – ვოკალი (5, 10), გიტარა
  • ზაურ მურვანიძე – ვოკალი (4, 6, 9), ბასი
  • ირაკლი მენთეშაშვილი – ვოკალი (3, 9), კლავიშები
  • დათო მაღლაკელიძე – ვოკალი (2, 8) ტრომბონი
  • ზურაბ ჩაჩუა – საქსოფონი, ვოკალი
  • თეიმურაზ მამასახლისი – საყვირი, ვოკალი
  • ავთანდილ თაბუკაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი
  • ლევან ლაზარიშვილი – ვოკალი (10)

ოთხმოციანების ბოლოს ისტორია ისევ განმეორდა: 75-ის დაშლის შემდეგ, რობერტ ბარძიმაშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ანსამბლი შეექმნა. მან შემოიკრიბა 75-ის ახალგაზრდა მუსიკოსი ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიშები), ზურაბ კობეშავიძე „თეატრონი“-დან და სხვა ახალგაზრდა მუსიკოსები; ასე, 1988 წელს, შეიქმნა „ჯორჯია“. ჯგუფს სახელი მათი ყველაზე პოპულარული სიმღერის მიხედვით დაერქვა. მუსიკალურად, მათი ერთადერთი ალბომი ახლოს დგას 75-ის გვიანდელ პოპ-როკ პერიოდთან; ცოტათი უფრო დასინთეზებული ჟღერადობითა და ჯაზ-როკის ოდნავ უფრო მეტი გავლენით.

ეს მსუბუქი, პლასტიკური, მელოდიური სიმღერები მსმენელს ოთხმოციანების Chicago-ს გაახსენებს („თეთრი ფარდის“ შესავალი Chicago-ს „Hard Habit To Break“-ისადმი პირდაპირი რევერანსია). „ჯორჯია“-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ Chicago-ს ყველა პოპ-როკ ალბომთან შედარებით, ეს გაცილებით თანაბარი და სტაბილურად მაღალი ხარისხისაა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ძალიან დახვეწილი ვოკალური ჰარმონიები, რომლების მასიური გამოყენება ამ ტიპიურად ოთხმოციანების მუსიკას თავისებურ სიხალასეს ანიჭებს.

როგორც ზემოთ ვთქვი, ყველა სიმღერა კარგია, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით ეფექტურია: პირველი ესაა ალბომის გამხსნელი სიმღერა, „ჯორჯია“, ბარძიმაშვილის თბილი ვოკალითა და ძალიან ლამაზი, ოდნავ პოპმპეზური მისამღერით. დინამიკური, „ორომტრიალი“ და „ევა“, რომელსაც მსგავსი სტილის ამერიკული ბენდებიც სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს; და ძალიან ლამაზი, ატმოსფერული ბალადა „მარიამი“, რომელიც Phil Collins-ის საუკეთესო ტრადიციებშია შესრულებული. ალბომს კი „ჯორჯიას“ მსგავსი, ლამაზი და ამაღლებული „ილია“ ასრულებს.

ალბომი არ აცხადებს პრეტენზიას არაფერზე pop/rock როლის გარდა; მაგრამ ყველაფერი რაც აქაა, პოპ-კომპოზიცია, არანჟირება, ვოკალი – უაღრესად დახვეწილია. ამიტომ, ვისაც მოგწონთ ოთხმოციანების Chicago და მსგავსი პოპ-როკი ჯაზის გავლენით, ეს ალბომი თქვენთვისაა, არ გამოტოვოთ. შეფასება: 8 / 10.

————————————————————————————————————

History repeated itself once again at the end of eighties: after “75” split, Robert Bardzimashvili ventured to create yet third major band under his leadership. He invited 75’s keyboardist Irakli MenteshashviliZura Kobeshavidze from “Teatroni” along with some other young musicians; thus, “Georgia” was born in 1988. The name derived from their most popular song.Musically, Georgia’s only album can be viewed as a successor for 75’s later, pop/rock period, with a bit more plastic, synthesized sound and a bit more of jazz-rock influence.

These lightweight, plastic, melodic songs recall 80’s “Chicago” very much (e.g. the intro of “Tetri Parda” [4] is a direct nod to Chicago’s “Hard Habit To Break”). But it has to be said, that Georgia’s only album is more consistent than any of the Chicago’s pop/rock releases. The quality stays high throughout. Powerful vocal harmonies deserve special mention: they add a welcome freshness to that typical 80’s plasticity.

As noted above, every song is good here, but some are particularly effective. “Georgia”, the album’s opener, features Robert Bardzimashvili’s warm vocal delivery paired with very beautiful, a bit pompous chorus sung in harmony. “Oromtriali” [7] and “Eva” [9] are kind of songs that every American pop/rock band would put its signature upon; “Mariami” is a beautiful, atmospheric ballad in the best Phil Collins traditions; and “Ilia” finishes the LP in a positive, majestic way.

Album doesn’t pretend for anything beyond its pop/rock role, but everything present here – be it pop-composition, arrangements or vocals – is very refined and exquisite. That’s why if you happen to like jazz-influenced pop/rock of Chicago and the like, look no further, this album is for you. Rating: 8/10.

გადმოსაწერი ბმული / Download link: Georgia – Georgia (1989)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button