სურათებისხვადასხვა

კოსტა რიკის ქვის სფეროები

ქვის ბურთულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაბნეულია. არავინ იცის ვინ დაამზადა ან საიადან ჩამოგორდნენ ისინი. მათი შემადგენლობა ვულკანური ლავის მსგავსია. საინტერესოა, რომ სადაც ეს სფეროები მდებარეობს, შორიახლოს არსად არის ვულკანის კერები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სფეროების ასაკი დაახლოებით 12 000 წელია. მსგავსი სფეროების ყველაზე დიდი ბუდე – კოსტა რიკა.

სფეროების აღმოჩენა აბსოლიტურად შემთხვევით მოხდა. 1930 წელს ამერიკულმა ხილის კომპანიამ, ბანანის პლანტაციების გაფართოების მიზნით, გაჩეხა ჯუნგლები, რის დროსაც შემთხვევით წააწყდა უზარმაზარ სფეროებს, თითოეულის დიამეტრი სამ მეტრს აღწევდა და დაახლოებით თექვსმეტ ტონას იწონიდა. ამის შემდგომ არქეოლოგებმა და გეოლოგებმა დაიწყეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი სფეროების აღმოჩენა. მათი წარმოშობის შესახებ დღესაც არ არსებობს ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button