ისტორიასურათები

გოგონა და სვავი სუდანის შიმშილობის დროს

ფოტო გადაიღო კევინ კარტერმა 1993 წელს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ დროს გოგონას მშობლები გაეროს თვითმფრინავით ჩამოტანილ საკვებს იღებდნენ, კევინი კი თვითმფრინავის მგზავრი იყო. თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ფოტო 1993 წლის 26 მაისს დაიბეჭდა “New York Times”-ის ნომერში. უამრავი ადამიანი რეკავდა და გოგონას ბედით ინტერესდებოდა, რაც სამწუხაროდ არავინ იცოდა. პრესამ კარტერის საქციელი ასე შეაფასა: “ადამიანი, რომელმაც ლინზა გაასწორა, რათა გოგონას ტანჯვა კარგად აღებეჭდა, სცენაზე გამოსული მეორე სვავია.” მომდევნო წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, ფოტომ პულიცერის პრემია აიღო, 33 წლის ფოტოგრაფმა კი სინდისის ქენჯნას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button