ახალი ამბებიბიზნესი

ბილ გეითსმა გადაწყვიტა კომპანია დატოვოს – დასრულდება თუ არა Microsoft-ის ნათელი დღეები?

კომპანია Microsoft კაცობრიობის ისტორიაში შევიდა 1975 წელს, როდესაც იმ დროის ორმა გენიალურმა ანტრეპრენერმა – ბილ გეითსმა და პოლ ალენმა შექმნეს Basic – მაღალი დონის პროგრამირების ენა. იმ დროიდან კომპანიამ წინსვლა დაიწყო და ეტაპობრივად მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ადგილებს მიუახლოვდა. 2008 წელს გეითსმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო დაეტოვებინა მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, თუმცა დარჩა დირექტორთა საბჭოში.

ახლა, ამ გადაწყვეტილებიდან 12 წლის შემდეგ ბილ გეითსმა საბოლოო ვერდიქტი მიიღო – მთლიანად დატოვოს საკუთარი კომპანია. ამასთან, იგი არა მხოლოდ Microsoft-იდან წავიდა: საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway-მაც დაკარგა მთავარი დირექტორი. თუმცა იგი კვლავ რჩება კომპანიის აქციების უმსხვილეს მფლობელად. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად გეითსმა დაასახელა ძლიერი სურვილი, რომ დაკავდეს ფილანთროპობით და მას დაუთმოს მთელი თავისუფალი დრო.

COVID-19-თან ბრძოლისთვის მან თავის მეუღლესთან ერთად უკვე დახარჯა ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი, დაფინანსების სხვა წყაროების ხსენება არც ღირს, იმდენად დიდია მათი ჩამონათვალი. განცხადების ბოლოს გეითსმა აღნიშნა, რომ კომპანია მუდამ დარჩება მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად. იგი გეგმავს აქტიურად დაუჭიროს მხარი Microsoft-ის დირექტორ სატია ნადელას და დაეხმაროს მას ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში.

ხშირად მომხდარა ისე, რომ ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კომპანიას ცუდი დროება დასდგომია, უარეს შემთხვევაში კი გაკოტრებულა კიდეც. ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდი – რა მოხდება დიდი დამფუძნებლის წასვლის შემდეგ: დარჩება თუ არა Microsoft კვლავ ლიდერ პოზიციაზე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში თუ გაიმეორებს ცნობილი ბრენდ Nokia-ს ბედს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button